Uncategorized

გიორგი კახიანი: ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივადსრულიადგაუმართლებელიიყოდასაკონსტიტუციოსასამართლომშესაბამისიგადაწყვეტილებებიცმიიღო. შთაბეჭდილებარჩება, რომამშუამდგომლობებისდაყენებასუფროპროცესისდროშიგაწელვისმიზანიაქვს, ვიდრეკონკრეტულშედეგზეგასვლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დღეს პარტიებს შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა მიეცემათ.

მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს და არა კონკრეტული შედეგის მიღწევის.

„მტკიცებულებების [სარჩელიდან] ამოღების შესახებ შუამდგომლობაზე უკვე მიიღო გუშინ გადაწყვეტილება სასამართლომ და უარი ითქვა. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო და თავიდან პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს და ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ მხარეები – ამ შემთხვევაში მოპასუხეები – აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახლების“ პარტიას და დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შუამდგომლობები დააყენონ.

ახლა, რეალურად, მე როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გარკვეულწილად ისეთი შთაბეჭდილებაც რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა,“ – აცხადებს გიორგი კახიანი. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.