პოლიტიკა

ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“. ფორუმი ქალაქ პეკინში ჩატარდა, რომელიც ფოკუსირებული იყო ტერორიზმთან ბრძოლის პრაქტიკული თანამშრომლობისა და ანტიტერორისტული შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე.

ანზორ ჩუბინიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ შესაძლებლობებს, მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას, ნდობასა და დროულ კოორდინაციას.

ვიზიტის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, სპეციალური დაცვის ბიუროს დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პროფესიული ურთიერთობა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობადა ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.