ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი11°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ23:31
ეკა სეფაშვილი

განცხადება · 120 ნახვა

„სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს და, როგორც ჩანს, გარკვეული ინსტრუქტაჟი მისცეს – ახლა კი ამ მითითებებს მიჰყვებიან“

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია – ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი მცდელობებია“ – ამის შესახებ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივამა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი დღის წესრიგი არ აქვთ და უცხო ძალების მითითებებს ემორჩილებიან.

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია – ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი მცდელობებია. ევროპელი ლიდერები უხეშად ერევიან მოსამართლეების საქმიანობაში და პირდაპირ თითს უქნევენ ქართულ საზოგადოებასა და მმართველ ძალას. ეს ჩვენც გვეხება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ხელი ჩვენც მოვაწერეთ. ევრობიუროკრატებმა რამდენიმე მაღალჩინოსანი დაასანქცირეს კიდეც, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო – პირიქით, მათ უკუშედეგი მიიღეს, თუმცა ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს. ახლა მიმდინარეობს პროცესები პოლიტიკურ პარტიებად წოდებული გარკვეული დაჯგუფებების აკრძალვის შესახებ, რათა მათ პოლიტიკაში დაბრუნება ვეღარ შეძლონ. სასამართლოს ერთ-ერთი პრეტენზია ამ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ის არის, რომ ისინი საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ და უცხოური მტრული ძალების ინტერესებით მოქმედებენ – ისინი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიან.

არსებობს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მცდელობები, საზოგადოებაში შუღლისა და დაპირისპირების გაღვივების მცდელობები და, რა თქმა უნდა, ამ პროცესებში დასავლეთი ყოველთვის აქტიურად ერეოდა. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მუდამ ამტკიცებენ, რომ მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ, თუმცა გუშინდელი მათი გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი სხვისი დაკვეთით მოქმედებენ. მათ ჭკუის საკითხავად ხან ვენეციის კომისიისთვის მიმართვა მოითხოვეს, ხან კი – სტრასბურგთან საკითხის დაზუსტება. კიდევ ერთი საშინელება ისაა, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს და, როგორც ჩანს, გარკვეული ინსტრუქტაჟი მისცეს – ახლა კი ამ მითითებებს მიჰყვებიან. ერთი რამ ფაქტია: ისინი არ ელოდნენ ქართველი მოსამართლეების ასეთ პროფესიონალიზმს. მოსამართლეები სასამართლო პროცესს ძალიან კარგად და ობიექტურად წარმართავენ – მიუხედავად მრავალი პროვოკაციისა, მათ ყველა ეს შემოტევა მშვიდად და არგუმენტირებულად გადალახეს. მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება დასაბუთებული და იურიდიულად გამართულია. რაც შეეხება, მოპასუხე მხარის მიერ შუამდგომლობების გაუთავებლად დაყენებას, ესეც, როგორც ჩანს, პროცესის გაჭიანურებისკენ მიმართული დავალების ნაწილია. 2024 წლის არჩევნების დროსაც დაახლოებით იგივე სცენარი ვიხილეთ: ცესკოში შეჰქონდათ საჩივრები უმნიშვნელო ან სულაც მოგონილ ამბებზე, რათა შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს 1000 საჩივარი შევიდა. ეს ერთი სცენარის ნაწილია და პარალელებიც აშკარაა. ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები უაღრესად აღმაშფოთებელია. საინტერესოა, საფრანგეთის სასამართლო სისტემას თუ გაუბედავდნენ ასეთი ტიპის მითითებების მიცემასა და მსგავსი განცხადებების გაკეთებას?“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
  2. ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
  3. ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
  4. ეკა სეფაშვილი„მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“