პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს და ამას აღიარებენ, მით უკეთესია.

შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის მიერ დანაშაულოს აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე. როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეზე დაკავებულები, ალბათ, ხვდებიან, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მათ არარეალური მოლოდინები გაუჩინეს რევოლუციასა და ხელისუფლების სისუსტესთან დაკავშირებით, ისინი მოატყუეს.

“რაც მეტი ადამიანი მიხვდება იმ პერიოდში, სამართალში მიცემული, რომ ეს იყო კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებოდათ და რის გამოც იქნენ ისინი დაპატიმრებულები, უკეთესია.
ჩვენთვის მთავარია, რომ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ, რომლის კონსტიტუციური უფლება მათ გააჩნიათ, მოექცნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში და თუ რამე აქვთ გამოსახატი, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთონ.
იმ ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ რევოლუცია ყველაფერს იზამს, უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა და უკვე ჩამოიშლება, უბრალოდ თქვენი ძალისხმევაა ამისთვის საჭირო, ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს, ისინი გამოიყენეს და ნელ-ნელა ამ ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი,” -განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.