ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ22:56
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 145 ნახვა

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, 2022 წლიდან დღემდე კონკრეტული ოპოზიციური ძალები ცდილობენ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მაქსიმალურად გამწვავებას, ისევე როგორც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.

გორდულაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები უცხოეთიდან საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების დასჯას ცდილობენ, რათა მოქალაქეებში უკმაყოფილება დააგროვონ. მისი თქმით, ეს ქმედებები მოიცავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეფერხების მცდელობას, სისტემატურ საინფორმაციო თავდასხმებსა და სანქციების დაწესების მოთხოვნას.

„2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იმავე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა;
2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც განხორციელდა. კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს:
− ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს;
− საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატურ საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.

2024 წლის 24 ივნისს 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) მიერ ქალაქ ბრიუსელში ხელმოწერილი ერთობის დეკლარაცია – ხელმომწერები შეთანხმდნენ:

არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე მოენახათ ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია ჩვენი ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში;

ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე არჩევნების შემდგომ;

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაეჭირათ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის;

მოუწოდონ და მობილიზება გაუკეთონ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მაქსიმალურ მონაწილეობას არჩევნებში და ეთხოვათ პარტნიორ ქვეყნებს არსებული პროცესის ხელშეწყობა.

პოლიტიკური პარტიები „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ და „გახარია საქართველოსთვის“ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაგზავნი წერილით ადრესატებს სთხოვდნენ:

საქართველოს ხელისუფლების მიმართ განეხორციელებინათ მოწოდება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო შეფასების პროცესის დასრულებამდე არ გამართულიყო ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა;

გაეკეთებინათ მკაფიო განცხადება იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო შეჩერდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი;

შეეჩერებინათ საქართველოს ხელისუფლებასთან ყველა სახის ოფიციალური კომუნიკაცია ევროკავშირის ნებისმიერ დონეზე, ვიდრე ხელისუფლება არ გასცემდა თანხმობას საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე;

შეეჩერებინათ სამთავრობო ფინანსური დახმარება წელიწადში დაახლოებით 120 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო ფინანსური რესურსები გადაემისამართებინათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედია საშუალებების დახმარებისთვის“,- აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას დღეიდან იწყებს.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
  2. არჩილ გორდულაძე„შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ“
  3. არჩილ გორდულაძე„ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა“
  4. არჩილ გორდულაძე„დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს - ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია“