ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რამეს ამბობ, ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ“ დღეს 19 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი18°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ20:23
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 172 ნახვა

„დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს - ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია“

ნამდვილად ვადასტურებ, ჩვენი გუნდის წევრია, ჩვენი მეგობარი არის ზურაბ აბაშიძე. ზურაბ აბაშიძემ რა ჩვენება მისცა საგამოძიებო კომისიას - როგორ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, ძვლები როგორ დაულეწეს, სახის ძვლები რომ დაულეწეს, არცერთი კბილი რომ არ ჰქონდა. ზურაბ აბაშიძეზეა ლაპარაკი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებულ პირებთან დაკავშირებით ანა წითლიძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ასევე დაინტერესდა, "რით არის ეს დადგენილი".

გორდულაძის განცხადებით, თუ წითლიძეს არ ახსოვს, რა მოხდა 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, არსებობს ამის ამსახველი კადრები.

„თუ მსხვერპლი არის სუბიექტური და სუბიექტურად მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ზურაბ აბაშიძემ თავის თავზე, თავის მსხვერპლობაზე ინფორმაცია - არ ვიცი, აქ არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან, არაფერთან საერთოდ, საერთოდ შემხებლობა, კავშირიც კი არა აქვს. დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანას არ ახსოვს, არ უნახავს, არქივებს მიმართოს, რა სჭირდა ზურა აბაშიძეს, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს და კბილები რომ დაულეწეს, ამაზე საგამოძიებო კომისიას ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ იგი სუბიექტური იყო, თავის თავზე განცდილ უმძიმეს დანაშაულებზე რომ საუბრობდა, არ ვიცი - ჩავთვალოთ რომ კი, მსხვერპლი სუბიექტურია," - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
  2. არჩილ გორდულაძე„შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ“
  3. არჩილ გორდულაძე„ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა“
  4. არჩილ გორდულაძე„შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება-ისკანდერის ნაწილები, წარდგენილი არ იქნებოდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო“