ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი9°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:55
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 177 ნახვა

„ჩვენ რომ ვიწრო პარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალია, ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში“

აგენტს, რა თქმა უნდა, ვერავინ გულწრფელად ვერ დაუჭერს მხარს, გარდა რამდენიმე მოტყუებული ადამიანისა და კიდევ ერთხელ დასტურდება ერთი რამ, ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ჩვენ ვერ გვეყოლებოდა და შესაბამისად არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამ ერთი პარტიის წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალი არის, როგორც ჩვენი ამომრჩევლებისგან და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისგან, ასევე კონსტიტუციური დანაწესებიდან გამომდინარე, რომ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მან განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გასამართი სხდომის მიმდინარეობის პროცედურები და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება იქნება წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის და დეტალურად იქნება განხილული ის, თუ რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედება მიემართება.

„დღეს გაიხსნება სხდომა, სადაც შუამდგომლობებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება – განჩინება გამოცხადდება სასამართლოს მხრიდან. შემდეგ პროცედურის მიხედვით არის მომხსენებელი მოსამართლის მოკლე ინფორმაციის მიწოდება სარჩელთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე მოსარჩელის ახსნა-განმარტება იქნება წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის, სადაც ამდენი ხნის განმავლობაში რომ ითხოვდნენ, რომ ვერ გავიგეთო და ძალიან კარგადაც რომ გაიგეს სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედებები მიემართება, ეს იქნება დეტალურად განხილული და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელის და სხვადასხვა ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთი და იმავე განზრახვით მოქმედებენ და ნაწილ შემთხვევაში დამოუკიდებლად ან ერთად, ყველა ის ქმედება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2021 წლიდან, მაგალითად, გახარიას პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ, არადემოკრატიულ, არასახელმწიფოებრივ ქმედებებს, ესენიც იქნება ხაზგასმული და ამავდროულად, რა თქმა უნდა, შეირაცხება ის ქმედებები, რასაც არ გაემიჯნენ და პირდაპირ კოალიციაში შესვლით დაეთანხმნენ. ერთი არის მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და რეალობა არის მეორე, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც არის თითოეული მათგანი არასახელმწიფოებრივი,“ – განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, როდესაც პარტია არის არასამართლებრივი და ებრძვის სამართლებრივი სახელმწიფოს, პარლამენტის წევრებისა და შესაბამისი სუბიექტების არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც არის, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის მოთხოვნით მიმართონ.

„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აქ, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის არჩევანს ვერავინ ვერ გააუქმებს, იმიტომ, რომ ამის გარანტია ისევ და ისევ საქართველოს კონსტიტუციაა. რაც შეეხება სხვა ქვეყნების პრაქტიკებს, ეს ადამიანები ამბობენ, რომ მაშინ ნაცისტური ან ფაშისტური პარტიები იტალიაში და გერმანიაში რომ გაუქმდა, მათაც ამომრჩევლები ჰყავდათ, მათაც წევრები ჰყავდათ და ამ ადამიანებს რა, არჩევანის უფლება შეუზღუდეს და წაართვეს? – რა თქმა უნდა, არა. როდესაც პარტია არის არასამართლებრივი და ებრძვის სამართლებრივი სახელმწიფოს, ეროვნულ დემოკრატიის პრინციპებს და ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციას, არა თუ უფლება პარლამენტის წევრებისა, შესაბამისი სუბიექტებისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მათი აკრძალვის მოთხოვნით მიმართონ, არამედ ეს ვალდებულებაც კი არის. რაც შეეხება მხარდამჭერებს, ჩვენ ვნახეთ ჯერ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პირველივე დღეს ცდილობდნენ, რომ აქცია დაეორგანიზებინათ და დაახლოებით 30 ადამიანი შეკრიბეს. ჟურნალისტი და ოპერატორი, დიდი პატივისცემით თქვენდამი, მეტი იყო, ვიდრე თვითონ აქციაში მონაწილე, ვიდრე თვითონ აქციაში მონაწილე პირების რაოდენობა. შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, კარგად აორგანიზეს თავისივე მხარდამჭერები, ხუთივე პარტიამ ერთად – ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთს არ გამიჯვნიან და ვნახეთ კვირას, საღამოს, ისევ რამდენიმე ასეული ადამიანი მართავდა მარშს, როგორიც იყო დაახლოებით სხვა კვირებში. ვხედავთ, რომ საზოგადოებასაც კი მობეზრდა ასეთი გარედან მართული აგენტურის წარმომადგენელი ე.წ. პარტიების პარპაში, რომლებიც დემოკრატიის სახელით ნიღბავენ თავიანთ ექსტრემისტულ მიზანსწრაფულობასაც და ცდილობენ გარე მმართველობის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
  2. არჩილ გორდულაძე„შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ“
  3. არჩილ გორდულაძე„ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა“
  4. არჩილ გორდულაძე„დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს - ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია“