ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი6°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ14:41
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 136 ნახვა

„ოპოიციურ ერთობაზე”

„რადიკალები იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბდნენ, უნდა მიეღოთ თუ არა მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში – ვინ შიგნით უნდა ყოფილიყო, ვინ – გარეთ და ვინ – კარებში, შესაბამისად, უკვე მათივე მხარდამჭერებიც ხვდებიან, რომ ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან“

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის ერთობას „ღიმილის მომგვრელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავის ლუსტრაცია თავადვე შესანიშნავად მოახერხა. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოება, მათ შორის მათივე მომხრეები, მიხვდა, რომ ოპოზიცია ხელმოცარულია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ფილიალებიანად ამომრჩეველს ძალიან კარგად დაანახა საკუთარი თავი, ამიტომ კოალიციურ მთავრობაზე ლაპარაკი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, თვლიან, რომ ნაციონალები თავის ფილიალებიანად უნდა აიკრძალონ. ბოლო ორ-სამ წელიწადში რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავის ლუსტრაცია საუკეთესოდ მოახდინა. ბრიფინგს ვერ ატარებენ ისე, რომ ერთ აზრზე შეჯერდნენ – ხელისუფლებაში ხომ არ არიან და ბრიფინგს ხომ არ ატარებენ?! ახლაც კი ვერ თანხმდებიან განცხადებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში უნდა მიეღოთ თუ არა მონაწილეობა, ვინ შიგნით უნდა ყოფილიყო, ვინ – გარეთ და ვინ – კარებში, ამაზეც კი ვერ შეთანხმდნენ.

ამას ხომ ხედავს მათი ამომრჩეველი? ბრიფინგზე რომ დგანან, ერთი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა აზრს აჟღერებენ. თავის დროზეც, როდესაც 9 პარტიისგან შექმნეს ალიანსი, იქვე, ბრიფინგზე თქვეს – ერთად კი ვდგავართ, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო. საზოგადოება უკვე მიხვდა, მათივე მხარდამჭერებიც, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები იყვნენ. ამიტომაც, აღარ აქვთ მორალური მხარდაჭერა და არავის აინტერესებს, აიკრძალებიან თუ არა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადიკალების რევოლუციურ მოწოდებებს, რომელიც ნგრევის, ქაოსისა და არეულობისაკენ არის მიმართული, საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. „ხელისუფლებას ადამიანი მხარს უჭერს თუ არა, ეს სხვა თემაა – არჩევნებზე მივლენ და იქ შემოხაზავენ მათთვის მისაღებ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ფაქტია, რომ რადიკალურ მოწოდებებზე – შტურმზე, ომზე, პოლიციელის ცემაზე და ა.შ. – საზოგადოება მათ აღარ მიჰყვება, რადგან საზოგადოებამ აზროვნება დაიწყო – ხვდებიან, რომ შეიძლება, არ უჭერენ მხარს ხელისუფლებას, მაგრამ არ უნდათ შტურმი, ომი, ქაოსი, ეკონომიკური დაღმასვლა და ეკონომიკური სანქციები – გავიარეთ ეს ყველაფერი და ვნახეთ, რა არის. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ აუცილებელი და ცოტა დაგვიანებულიც კი არის პოლიტიკური ველის გაწმენდა ასეთი რადიკალური ელემენტებისგან,” – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  4. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“