ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი7°C
  • გორი5°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ16:55
დიმიტრი სამხარაძე

განცხადება · 140 ნახვა

„ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა – ნაცისთვისაც კი ზედმეტია. ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან მთელი თავისი ქონება, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა, განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა“

სასამართლოს სხდომებზე კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ამ დღეებში საზოგადოებამ ბევრი სიცრუე მოისმინა, მაგრამ ის უტიფრობა, რაც დღეს გვრამიამ იკადრა – ნაცისთვისაც კი ზედმეტია, – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გვარამია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა, ყველამ იცის, რომ მთელი თავისი ქონება ქველმოქმედების სახით დახარჯა, ხოლო, როცა ბიუჯეტი ცარიელი იყო, სწორედ ივანიშვილი უხდიდა ხელფასს ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

როგორც სამხარაძე აცხადებს, ეს ყველაფერი გვარამიამაც კარგად იცის, თუმცა, მას ისტორიის გადაწერა სურს.

“ეს არსება ამბობს, რომ თითქოს ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და ბიუჯეტის ფულით მოვიდა თურმე პოლიტიკაში… ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ ერისკაცმა მთელი თავისი ქონება, რომლის 1 თეთრიც საქართველოში არ უშოვია, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა. მაშინ, როდესაც ბიუჯეტი ცარიელი იყო, ერისკაცი უხდიდა ხელფასს ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. მაშინ, როცა სააკაშვილი და მისი ბანდა დადასტურებულად ძარცვავდნენ ბიუჯეტს, ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით გაარემონტა 400 სკოლა, რადგან ბავშვები განათლებას ვერ იღებდნენ სიცოცხლისთვის საშიში პირობების გამო…. ერისკაცის ქველმოქმედებაზე აქ მეტს არ გავაგრძელებ, მაგრამ მთავარი სხვა რამეა – განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა. არ გამოვა ნიკუტ, არ გაგივათ ეს უტიფრობა. კიდევ ბევრჯერ გაგცემთ ქართველი ხალხი საკადრის პასუხს ამ გაუგონარი უტიფრობის გამო,” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

დიმიტრი სამხარაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დიმიტრი სამხარაძე„ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის“
  2. დიმიტრი სამხარაძე„საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც ,,ნაცური რეჟიმის” შემქმნელებს დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.“
  3. დიმიტრი სამხარაძე„შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა“
  4. დიმიტრი სამხარაძე„განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ“