განცხადება · 93 ნახვა
„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“
ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება. „ქართუ“ ჯერ კიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულებით უსწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას.
მეტრეველის განცხადებით, 2005–2010 წლებში „ქართუ ჯგუფის“ ანგარიშის მიხედვით, ქველმოქმედებაზე 1 მილიარდ 156 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თანხები მოხმარდა კულტურას, განათლებას, მედიცინას, მეცნიერებას, სპორტს, სოფლის მეურნეობასა და სოციალურად დაუცველთა დახმარებას.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისივე თქმით, 2007–2011 წლებში საჩხერის 32 სკოლის 800-ზე მეტი თანამშრომელი საქველმოქმედო ფონდისგან ყოველთვიურად 300-ლარიან სახელფასო დანამატს იღებდა.
„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება. „ქართუ“ ჯერ კიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულებით უსწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა!
2004–2012 წლებზე რომ ვსაუბრობთ, მხოლოდ ამ პერიოდის ნაწილში, 2005–2010 წლებში: „ქართუ ჯგუფის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქველმოქმედებაზე 1 მილიარდ 156 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა! თანხა მოხმარდა კულტურას, ხელოვნებას, სპორტს, მედიცინას, მეცნიერებას, განათლებას, სოფლის მეურნეობასა და სოციალურად დაუცველთა დახმარებას. ეს მონაცემები ჯერ კიდევ 2011 წელს გამოქვეყნდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პერიოდში უკვე არსებობდა წლების განმავლობაში გაკეთებული საქმის ანგარიში.
ამ ციფრების უკან კონკრეტული ადამიანები და ოჯახები დგანან. 2007–2011 წლებში საჩხერის მხოლოდ 32 სკოლის 800-ზე მეტი თანამშრომელი ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისგან სახელფასო დანამატს იღებდა. მასწავლებლისთვის ეს ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს ნიშნავდა. ISET-ის შეფასებით, ხუთ წელიწადში ამ დახმარებამ დაახლოებით 19 მილიონი ლარი შეადგინა. როცა ამ საქმეების გადაფარვას ცდილობ, იმ ადამიანების საჭიროებებსაც უგულებელყოფ, ვისთვისაც ამ მხარდაჭერას ყოველდღიური მნიშვნელობა ჰქონდა!
თქვენს ირონიას საბედნიეროდ ვერც დაფინანსებული მკურნალობის წაშლა შეუძლია, ვერც თეატრებისა და სამეცნიერო დაწესებულებების დახმარების, ვერც ხანდაზმულებისა და მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერის. ეს საქმიანობაც პოლიტიკაში მის მოსვლამდე საჯაროდ იყო აღწერილი.
და თუ კონკრეტულ საქველმოქმედო პროექტში საბიუჯეტო ფულის ხარჯვაზე საუბრობ, წარმოადგინე დოკუმენტი: რომელი პროექტი, რა თანხა და დაფინანსების რომელი წყარო?! კერძო სახსრებით გაწეული დახმარების საბიუჯეტო ხარჯად გასაღებას ხმამაღალი გამოსვლა დამაჯერებლობას ვერ შესძენს.
ამ მასშტაბის საქმეს შენი ქილიკით ვერ გადაფარავ. ადამიანს შეიძლება პოლიტიკურად არ ეთანხმებოდე, მაგრამ მისი გაკეთებული საქმის აღიარების უნარიც უნდა გქონდეს. როცა სიძულვილი ამ უნარსაც გაკარგვინებს, შენი გამოსვლა მხოლოდ შენივე ბოღმის დემონსტრაციად რჩება!“ – წერს მეტრეველი.
ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკოლოზ მეტრეველი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
- ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
- ნიკოლოზ მეტრეველი„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
- ნიკოლოზ მეტრეველი„დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს“
