განცხადება · 103 ნახვა
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ თავად აღიარა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები ახალი არ არის და ესფაქტები ყველასთვის ცნობილია“
დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც აგრძელებენ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. კერძოდ, არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ ემიჯნებიან და ამართლებენ 2024 წლის 18 ნოემბრის წერილს, რომელიც მათ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნეს,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე.
„გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ამ წერილით ეს არაკონსტიტუციური პარტიები ევროკავშირისგან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას საჯაროდ ითხოვდნენ, მათ შორის, საჯაროდ ითხოვდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულიყო და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილიყო. ასევე, დადასტურდა, რომ არაკონსტიტუციური პარტიები რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას ცდილობდნენ. კერძოდ, სასამართლოს საჯარო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ქართველი მოხალისეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით ფრენების მოთხოვნა ვერანაირად ვერ ჩაითვლება კონფლიქტის მხარედ ქცევის უშუალო რისკად“,- აღნიშნა გორდულაძემ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ სრული სიცრუე იყო არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წინა დღეებში იმ აღქმის შექმნის მცდელობა, რომ თითქოს სარჩელი დაუსაბუთებელია და მათ მათთვის წარდგენილი ბრალდებები ვერ გაიგეს.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ თავად აღიარა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები ახალი არ არის და ეს ფაქტები ყველასთვის ცნობილია. დიახ, ნამდვილად. ვეთანხმებით მოპასუხეებს. ფაქტები არ არის ახალი და ეს ფაქტები ყველასთვის ცნობილია“.
„დღევანდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ სრული სიცრუე იყო წინა სხდომებზე მოპასუხეთა მტკიცება იმის შესახებ, რომ სარჩელი თითქოსდა არავითარ მტკცებულებებს არ ეყრდნობოდა. წინა დღეებში მოპასუხეები ურცხვად მანიპულირებდნენ იმაზე, რომ სარჩელში დანართად მხოლოდ 4 დოკუმენტი იყო წარმოდგენილი. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ შუამდგომლობის დაყენების დროს, არაკონსტიტუციურ პარტიებს თავად მოუწიათ იმის აღიარება, რომ რეალურად უშუალოდ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად 100-ზე მეტი წყარო არის მითითებული; მითითებულია როგორც წერილობითი ასევე ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს დეტალაურად ასახავს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს იმას, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცრუ აღქმების დამკვიდრებას ცდილობენ, რაც, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ არ გამოუვათ.
მიმდინარე საჯარო სასამართლო სხდომებზე დადასტურდა, რომ სრული სიცრუე იყო არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წლების განმავლობაში ნაწარმოები კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი საქართველომ შეაჩერა 2024 წლის ოქტომბრის თვეში. მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ აღიარა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისის თვეში“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
- არჩილ გორდულაძე„შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ“
- არჩილ გორდულაძე„ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა“
- არჩილ გორდულაძე„დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს - ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია“
