პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება

პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება, – განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ექსპერტ ვაჟა ბერიძის განცხადების პასუხად.

ასევე, უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა ბერიძის განცხადებას, რომელმაც ჩინეთს საქართველოს მომავალი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

“აქ მინდა პატარა შესწორება, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამით ჩვენ ვამაყობთ. წლიდან წლამდე ვაღრმავებთ ამ პარტნიორობას”, – აღნიშნა კირცხალიამ. რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვები 7 მლრდ-ს გადასცდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. “ესეც ჩვენი მულტივექტორული ეკონომიკიდან და პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარეობს. ასევე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები. ერთ რაღაცას ვეტყვი საზოგადოებას, ჩვენ არავის არასდროს არაფერს ვეხვეწებით, ღმერთმა დაგვიფაროს, თავმოყვარე ერი ვინმეს რამე ვეხვეწოთ, ყოველ შემთხვევაში 1 მლნ 120 ათასი ადამიანი არც მუხლზე დგება და არც მუხლზე ჩოქვით ითხოვს რამეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსეული შეხედულებები ყველა მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, რა მნიშვნელობა აქვს რეჟიმთან როდის დაამყარებს კოალიციას? კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.