ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია0°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ4 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:48
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 100 ნახვა

„შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია, თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არცერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული“

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წლის შუალედური არჩევნები შეაფასა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ კონგრესზე კონტროლის დაკარგვამ თეთრ სახლს საკანონმდებლო არტერიები გადაუკეტა. გარდა ამისა, ექსპერტი წერს, რომ რამდენიმე მიმართულებით ტრამპის შესუსტებამ ის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე გადართვისკენ აიძულა. ვრცელ პოსტში დავით ქართველიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი 2 წლის განმავლობაში მოსალოდნელ დაპირისპირებაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ ტრამპის „მიმავალი გავლენის ირგვლივ გადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა იშლება“.

„2026 წლის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, მისი მმართველობის დასრულებამდე ორი წლით ადრე, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია. თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არც ერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული - ამჯერად ექსპერიმენტის სახით, ყველა გამარჯვებული ცოცხალია. მიუხედავად ამ სიახლისა, კონგრესზე კონტროლის დაკარგვამ თეთრ სახლს საკანონმდებლო არტერიები გადაუკეტა: ოპოზიციური წარმომადგენელთა პალატა გამოძიებების კასკადსა და ბიუჯეტურ ბლოკადას ამზადებს, ხოლო დაკარგული სენატი მოსამართლეთა დანიშვნებს ბლოკავს. შიდა ბერკეტებს მოკლებული და ბლოკირებული პრეზიდენტი იძულებულია საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე გადაერთოს და აღმასრულებელი ბრძანებულებების მიღმა დაიმალოს, სანამ მისი მიმავალი გავლენის ირგვლივ გადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა იშლება. MAGA-ს არქიტექტურის საკვანძო ფიგურებისთვის - ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის, დადგა „ჭეშმარიტების მომენტი" და პერსონალური პოლიტიკური არჩევანის გაკეთების ჟამი, სადაც „ბელადისადმი" ღია ღალატი (ყველას ახსოვს მაიკ პენსის ეპიზოდი) მყისიერი თვითმკვლელობის ტოლფასია. ვენსი ბოლომდე ტრამპზე მიჯაჭვული დარჩება: როგორც მოძრაობის პირდაპირი იდეოლოგიური მემკვიდრე, მას არ შეუძლია ერთი ნაბიჯითაც კი გადაუხვიოს ერთხელ გაკეთებულ არჩევანს. მისი ერთადერთი სტრატეგია 2028 წლისკენ მიმავალ გზაზე - ტრამპისადმი ერთგულების წმინდად შენარჩუნებაა, ხოლოდ განადგურების დაბრალება - „დიფ სთეიტის“ საბოტაჟსა და სისტემურ მედია-შეთქმულებაზე. მარკო რუბიო კი, პირიქით, ტექნოკრატიული დისტანცირების სცენარს ჩართავს და დახარვეზებული რეჟიმის ნანგრევებიდან გადარჩენას შეეცდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტატუსით ის ტოქსიკური შიდა დღის წესრიგიდან ეროვნული უსაფრთხოების სფეროში გადავა. საერთო ქაოსის ფონზე ის ერთადერთ საღად მოაზროვნე ლიდერის იმიჯს აყალიბებს. მისი გათვლა პრაგმატული და ცივია: ფოკუსირება ჩინეთთან დაპირისპირებასა და ლათინოამერიკულ ვექტორზე, რათა მომდევნო პრაიმერიზისთვის წარდგეს ერთადერთ კომპრომისულ ლიდერად, რომელსაც ძალუძს გააერთიანოს MAGA-ს რადიკალები და სასოწარკვეთილი ზომიერი ძალები. ამასობაში თავად რესპუბლიკურ პარტიაში მიმავალი ლიდერის მემკვიდრეობისთვის უმოწყალო ელექტორალური ომი იწყება. უოლ-სტრიტის მსხვილი დონორები და პარტიული ისტებლიშმენტი ღიად აღიარებენ ტრამპის ბრენდს ეროვნული რბოლებისთვის ტოქსიკურად და შტატების გუბერნატორებს შორის ალტერნატიულ ფიგურებს სასწრაფოდ ეძებენ. ულტრაკონსერვატიული ბირთვის კატეგორიული უარი, აღიაროს რეალობა, მხოლოდ აღრმავებს განხეთქილებას და კონგრესში რესპუბლიკელების ფრაქციას საბრძოლო ველად აქცევს, სადაც ტრამპისადმი იდეალისტური ერთგულება პოლიტიკური თვითგადარჩენის მკაცრ ინსტინქტს ეჯახება. უახლოესი ორი წელი მემკვიდრეთა დამქანცველ ომად გადაიქცევა, საიდანაც დაუზიანებელი არავინ გამოვა. ტრამპისგან „გათავისუფლების“ მცდელობა ახლა შეუძლებელია - მისი კონტროლი შიდაპარტიულ არჩევნებზე კვლავ აბსოლუტურია, რაც ვენსს აიძულებს ტოქსიკურ პრეზიდენტთან ერთად ერთ ნავში ჩაიძიროს დემოკრატიული უმრავლესობის დარტყმების ქვეშ. რუბიო და ზომიერი ფრთა ფრთხილი დისტანციის ხარჯზე ეცდებიან წყლის ზედაპირზე გადარჩენას, მაგრამ მთავარი შეკითხვა ღიად რჩება: მოასწრებენ თუ არა ისინი სამაშველო ტივტივების აგებას მანამ, სანამ პოლიტიკური ოლიმპი საბოლოოდ შთანთქავს მთელ პარტიულ ელიტას მის მიმავალ ლიდერთან ერთად?“ - წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“
  2. დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
  3. დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“
  4. დავით ქართველიშვილი„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“