პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დიტო ჩუბინიძის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაცემას თუ მიყიდვას მეზობელი სახელმწიფოსთვის საქართველოს ხელისუფლებას.

ანჯაფარიძის განცხადებით, ამას არანაირი საერთო არ აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან, ვინაიდან, ინფორმაციული საბოტაჟი შესაძლებელია სწრაფად ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაში, საბოლოოდ კი – ღალატში.

“ეს სუბიექტი და სავარაუდოდ ის მედია, რომლის მეშვეობითაც ის ავრცელებს სიცრუეს საქართველოს და მის ხელისუფლებას ყოველგვარი სერიოზული მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაცემას თუ მიყიდვას მეზობელი სახელმწიფოსთვის.
საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია, და განმეორებითი ინფორმაციული საბოტაჟი, ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ კი ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონით არის როგორც დაცული, ასევე რეგულირებული,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი ჩუბინიძის დაკავებაზე: დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ჩუბინიძის დაკავებაზე: ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.