პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით კუთხეში მოქცეული „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური განცხადებებით ცდილობს თავის დაღწევას.

ანჯაფარიძის თქმით, გვარამია ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებიდან კომერციული მოგების მიღებაში ადანაშაულებს. აქვე, წერს, რომ გვარამიამ თავად უნდა განმარტოს, როგორ იღებდა ივანიშვილი მოგებას იმ ადამიანების ხელფასებისა და აღჭურვილობის დაფინანსებით, ვისაც სახელმწიფოს რესურსი ვერ სწვდებოდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით ფაქტიურად კედელთან მიყენებული კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამაოდ ცდილობს პოლიტიკური ლაყაფით გამოძვრეს, და გადაავადოს ის მომენტი, როდესაც უკვე პოლიტიკურად დააყენებენ კედელთან. და სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის (სახელმწიფო აპარატი, პოლიცია და ა.შ.), ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა. შესაძლოა მათ შორის გვარამიაც ყოფილიყო, როგორც საჯარო მოხელე….
ოღონდაც, როგორ იღებდა ივანიშვილი ამ ქველმოქმედებაში კომერციულ მოგებას, როგორც გვარამია ამტკიცებს, ეს მან უნდა ახსნას, თუკი “ინტელექტი” გასწვდება, რა თქმა უნდა
და კიდევ, ერთი, გვარამიამ სააკაშვილისგან გამიჯვნის მიზეზად რატომღაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მიღება დაასახელა. არადა, როგორც უკვე ვთქვი, თავადაც შეიძლება იყო ამის ბენეფიციარი, ისევე როგორც ბევრი სხვა.
ის რატომღაც არ გაემიჯნა სააკაშვილს იმ საძაგლობების ჩადენაში, რაც იმ რეჟიმის დროს ხდებოდა, რადგანაც თავად იყო ამ ყველაფრის ერთერთი მთავარი მონაწილეც და სულისჩამდგმელიც.“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

პოლიტიკა

გაგა კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა – ნაცისთვისაც კი ზედმეტია. ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან მთელი თავისი ქონება, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა, განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.