ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი3°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−8°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:41
გიორგი კახიანი

განცხადება · 184 ნახვა

„არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით“

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიებისთვის არაკონსტიტუციურად შერაცხული ქმედებები კომპლექსურ შეფასებას საჭიროებს.

მისი განმარტებით, დავის საგანი არ არის ბოიკოტი ან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, რაც პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიის ნაწილია. კახიანის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ქმედებების მიზანი, ხასიათი და მათი განგრძობადობა.

„ქმედებები, რომლებიც მოპასუხე პარტიებს არაკონსტიტუციურად შეერაცხათ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ეს არ არის ერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც შესაძლოა კონსტიტუციურ ფარგლებში ჯდებოდეს. როდესაც ვსაუბრობთ ბოიკოტზე ან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებაზე, ცხადია, ეს პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პოლიტიკური თავისუფლება, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამაში მათ არავინ ედავება.

აქ საუბარია იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და როგორი ხასიათი აქვს ამ ქმედებებს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დროში განგრძობადი და უწყვეტი ხასიათისაა და არა ერთჯერადი. გარდა ამისა, ამ ქმედებებს თან ახლდა არა მხოლოდ ძალადობისკენ მოწოდებები, არამედ კონკრეტული ძალადობრივი ფაქტებიც, მათ შორის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის კონტექსტში.

არაკონსტიტუციური ქმედებები სწორედ ამ ერთობლიობაში უნდა დავინახოთ და არა რომელიმე ერთი კონკრეტული ფაქტის ჭრილში. ამ საკითხითაც მანიპულირებდა მოპასუხე მხარე, თითქოს ჩვენ მათ სწორედ ერთ კონკრეტულ ქმედებას ვედავებოდით. რეალურად, ჩვენი დავის საგანია განგრძობადი და უწყვეტი ხასიათის ქმედებები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებით არის დადასტურებული.“ - განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი კახიანი„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“
  2. გიორგი კახიანი„როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე““
  3. გიორგი კახიანი„გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა ზედმეტად აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით და არასწორი ინფორმაციით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი“
  4. გიორგი კახიანი„გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ, იმასთან დაკავშირებით, რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა – რეალურად მათ ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და დიდი პატივისცემით სარგებლობს“