ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ნინო წილოსანი„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი8°C
  • გორი7°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ12 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ10:43
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 109 ნახვა

„საქართველოში სხდომები უკვე მეათე დღეა გრძელდება, ესპანეთის შემთხვევაში სამი პარტია ოთხ დღეში აიკრძალა. ევროპის მასშტაბით 150-მდე პარტიაა აკრძალული, უკრაინაში-22, ანუ, ერთობლივად რომ ხუთზე მეტი პარტია იყოს აკრძალული, ამის პრეცედენტები უკვე არსებობს“

აქ ისეთი წარმოდგენის შექმნის მცდელობა არის, რომ თითქოს მხოლოდ ეს ხუთი პარტია არის საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში და მეტი პარტია უბრალოდ არ არსებობს,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პარტიების აკრძალვის შესახებ საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი პარტია არის აკრძალული და აღნიშნა, რომ ხუთზე მეტი პარტიის აკრძალვის პრეცედენტი უკვე არსებობს.

„ბოლო არჩევნებზე ოთხმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი. თუმცა, საერთო ჯამში, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18-მა პარტიამ, ხოლო 2025 წელს 12-მა პარტიამ. იმის თქმა, რომ მხოლოდ ეს პარტიები არიან საქართველოში და სხვა მეტი არავინ არსებობს, უბრალოდ არასწორი ინფორმაციაა. რაც შეეხება იმას, რომ ხუთი პარტიის ერთობლივად აკრძალვა არასდროს მომხდარა, სანამ „ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ“ საქმე განიხილებოდა, მანამდეც არასდროს მომხდარა, რომ ერთობლივად სამი პარტია გაუქმებულიყო. საქართველოში მიმდინარეობს სარჩელის განხილვა, სხდომები უკვე მეათე დღეა გრძელდება, ხოლო ესპანეთის შემთხვევაში ეს სამი პარტია ოთხ დღეში აიკრძალა. საერთო ჯამში, ევროპის მასშტაბით დაახლოებით 150-მდე პარტიაა აკრძალული.

თუ ავიღებთ უკრაინის მოცემულობას, გასაგებია, რომ განსხვავებულ მდგომარეობაშია და გვინდა მშვიდობა იყოს, ფაქტია, რომ 22 პარტიაა აკრძალული. ასევე ფაქტია, რომ ისინი სათითაოდ კი არ აიკრძალნენ, ჯერ პრეზიდენტის აქტით აიკრძალა 10-ზე მეტი პარტია რამდენიმე ეტაპად, შემდეგ მიიღეს კანონი ამ პარტიების აკძალვის თაობაზე და ბოლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა მათი აკრძალვა. ანუ, ერთობლივად რომ ხუთზე მეტი პარტია იყოს აკრძალული, ამის პრეცედენტები არსებობს. მოლდოვის შემთხვევაშიც, სულ რამდენიმე თვის წინ, 2026 წლის ზაფხულში, 4 პარტია აიკრძალა ერთიანად. მართალია, სწორი შენიშვნა იყო მოპასუხის მხრიდან, რომ ხუთი ოთხზე მეტიაო, მაგრამ ოთხი სამზეც მეტია ესპანეთის შემთხვევაში. აქ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა.

პირიქით, ეს პრობლემაა საქართველოს დემოკრატიისათვის, როცა არსებობს ამდენი პარტია, რომლებიც მიზანმიმართულად, ერთობლივად და სისტემატურად არღვევენ კონსტიტუციას პრაქტიკაში დღესაც და საფრთხეს ქმნიან, რომ მომავალშიც იმავეს ჩაიდენენ. მთავარი არის არა რაოდენობა, არამედ დარღვევის ხარისხი. ამომრჩეველს კვლავ რჩება შესაძლებლობა სხვა პარტიებს დაუჭიროს მხარი, ისევე როგორც ეს დარჩა ესპანეთის, თურქეთის, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ფაქტებზე, ფაქტი ერთია: 18 პარტია მონაწილეობდა 2024 წელს, ფაქტია, რომ 12 პარტია მონაწილეობდა 2025 წელს, მაგრამ ის, რომ თითქოს მხოლოდ ეს პარტიები არსებობენ საქართველოში, ეს უბრალოდ მცდარი ინფორმაციაა“,- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„როდესაც საოკუპაციო ძალა დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს მას საპროვოკაციო საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს შეჭრის ობიექტად და რომ არა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს საფრთხე რეალიზდებოდა“
  2. არჩილ გორდულაძე„გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს“
  3. არჩილ გორდულაძე„მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა“
  4. არჩილ გორდულაძე„1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება. ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღემდე არ ემიჯნებიან რეზოლუციას და პირიქით, აცხადებენ, თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთეს“