ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ნინო წილოსანი„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი8°C
  • გორი7°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ12 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ10:41
გიორგი კახიანი

განცხადება · 95 ნახვა

„თუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა რეალურ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საქმიანობის გაგრძელება ზრდის ამ საფრთხის განხორციელების შესაძლებლობას“

როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური წყობილების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მეორე მხრივ კი - პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფა,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

კახიანის შეფასებით, თუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, მისი საქმიანობის გაგრძელება ზრდის ამ საფრთხის განხორციელების შესაძლებლობას.

„მესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა არის ინტერესთა ბალანსის დადგენა, თუ სად გადის ამ ინტერესთა ბალანსის ხაზი. როდესაც დღეს ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური წყობილების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მეორე მხრივ კი - პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება არსებობს და ხორციელდება დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში. სხვანაირად ვერ იფუნქციონირებს პოლიტიკური გაერთიანება და სწორედ ეს წესრიგი უზრუნველყოფს პოლიტიკური კონკურენციის, პლურალიზმისა და მოქალაქეთა პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობას. შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება ვერ განიმარტება იმგვარად, რომ იგი სახელმწიფოს ავალდებულებდეს შეუზღუდავად დაუშვას ისეთი ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის კონსტიტუციით აკრძალული მიზანი და საქმიანობა სათანადოდ არის დადასტურებული და რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესწყობილებას.

ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არა დემოკრატიული პლურალიზმის გაუმართლებელ შეზღუდვას, არამედ კონსტიტუციური გარემოს შენარჩუნებას ემსახურება, რომლის არსებობაც პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. თუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა რეალურ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საქმიანობის გაგრძელება ზრდის ამ საფრთხის განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნული კონსტიტუციური სიკეთის დაცვის ინტერესი აღემატება კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობის გაგრძელების ინტერესს და ეს უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ. ასეთ პირობებში პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს“,- განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი კახიანი„ეკონომიკური სანქცია არ არის მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლილი. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და შენს ტერიტორიაზე განლაგებულია ოკუპანტის ჯარი, ასეთი პოლიტიკური აქტი, აუცილებლად გამოიწვევდა მდგომარეობის ესკალაციას“
  2. გიორგი კახიანი„არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით“
  3. გიორგი კახიანი„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“
  4. გიორგი კახიანი„როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე““