ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ნინო წილოსანი„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი7°C
  • გორი4°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ12 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ10:37
გიორგი კახიანი

განცხადება · 170 ნახვა

„ეკონომიკური სანქცია არ არის მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლილი. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და შენს ტერიტორიაზე განლაგებულია ოკუპანტის ჯარი, ასეთი პოლიტიკური აქტი, აუცილებლად გამოიწვევდა მდგომარეობის ესკალაციას“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაჟღერებულ მოთხოვნებზე ისაუბრა. კახიანი შეეხო რუსეთის ფედერაციისთვის ფინანსური სანქციების დაწესების მოთხოვნას, რა დროსაც აღნიშნა, რომ ეკონომიკური სანქცია „იმ ვითარებაში აღქმული იქნებოდა, როგორც პოლიტიკური აქტი.“

მისივე თქმით, ხელისუფლებას მიზანმიმართულად სთხოვდნენ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც საფრთხის შემცველი იქნებოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის.

„რეალურად ეკონომიკური სანქციის დაწესება, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით დამაზიანებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური სანქცია, რა თქმა უნდა, იმ ვითარებაში იქნებოდა აღქმული როგორც პოლიტიკური აქტი. და ესეც არის. ეკონომიკური სანქცია არ არის მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლილი. ამ ვითარებაში, როდესაც ომი მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, როდესაც შენს ტერიტორიაზე განლაგებული არის ოკუპანტის ჯარი და 40 კილომეტრში დედაქალაქიდან არის განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ჯარები, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ასეთი პოლიტიკური აქტი, და არა მხოლოდ აქტი, აქ საუბარი იყო მოხალისეების დაორგანიზებაზე და იქ გაგზავნაზე, ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევდა მდგომარეობის ესკალაციას. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა.

წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ეს რომ არ სცოდნოდათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ამას მხარს უჭერდა, ეს წარმოუდგენელი არის, ხომ? ძალიან მძიმე წარსულის გამოცდილება გვაქვს ყველაფრის ამის. ისინი ხელისუფლებას მიზანმიმართულად სთხოვდნენ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც საფრთხის შემცველი იქნებოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის. აი, ამაზე არის საუბარი. და ეს მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დადგენაზე არ არის, აქ არის უფრო სხვა მიზანმიმართულ ქმედებებზე. მოთხოვნები მხოლოდ მოთხოვნები ხომ არ იყო, ეს მოთხოვნები გამოიხატებოდა საპროტესტო აქციებში და ზეწოლაზე ხელისუფლებაზე, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგმულიყო, რომელიც იქნებოდა მძიმე შედეგის მომტანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი კახიანი„თუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა რეალურ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საქმიანობის გაგრძელება ზრდის ამ საფრთხის განხორციელების შესაძლებლობას“
  2. გიორგი კახიანი„არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით“
  3. გიორგი კახიანი„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“
  4. გიორგი კახიანი„როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე““