ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“ დღეს 17 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:09
თორნიკე ჭეიშვილი

განცხადება · 143 ნახვა

„როცა საუბარია 2004-2012 წლებზე, მხედველობაშია მისაღები ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული. სისტემატურობა ამ საქმიანობის, რომელიც შესაბამის პირებს უკავშირდებოდა, გვაძლევს მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის“

როცა საუბარია მმართველ პარტიაზე, რა თქმა უნდა აქ უწინარესად არის მხედველობაში მიღებული შესაბამისი მმართველობის მოდელი, ანუ ვინ ფლობს აღმასრულებელ ხელისუფლებას და აქედან გავდივართ ჩვენ მმართველი პარტიის ცნებაზეც. როცა საუბარია 2004-12 წლებზე, ეს იყო ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო, მაგრამ რეალურად სუპერსაპრეზიდენტო მმართველობითი სისტემა. ანუ მკაცრად ცენტრალიზებული მმართველობა იყო- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს.

ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.

„სახელმწიფოს მეთაური, ანუ პრეზიდენტი, რომელიც იმავდროულად იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მაშინ ეს დასაშვები იყო საქართველოს კონსტიტუციით, თავად ახდენდა იმ პირების წახალისებას, თუნდაც სახელმწიფო შესაბამისი ჯილდოებით, ღირსების ორდენებით და სხვა ტიპის მსგავსი ჯილდოებით, რომლებიც რეალურად იყვნენ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულები. რაც შემდგომ უკვე გამოვლინდა და გამოიკვეთა მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან. ისევ რომ წავიდეთ მმართველ პარტიაზე და შესაბამის პასუხისმგებლობის გამიჯვნაზე, ინდივიდუალური თუ როგორც იურიდიული პირის პასუხისმგებლობა, ხომ? ეს ის შემთხვევა არის, როდესაც ცალკე აღებული ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაყენება უკვე აღარ არის საკმარისი იმისათვის, რათა მოხდეს სათანადო შეფასების განხორციელება. არამედ აქ უკვე ჩვენ სწორედაც რომ მივდივართ 23-ე მუხლამდე და შესაბამის კრიტერიუმებამდე, რომელიც არის დადგენილი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. და ეს არის უკვე ორგანიზაციული, ერთიანი სისტემა, რომელიც დაწყებული სახელმწიფოს მეთაურიდან გაგრძელებული შესაბამისი სხვა დავუშვათ განშტოებებით ძირითადად აქ აღმასრულებელი ხელისუფლებაზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი, თავისთავად არის ჩართული ამ ერთიან საქმიანობაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თორემ ახლა საერთო ჯამში დავუშვათ იმისდა მიხედვით რომელი მმართველობის მოდელია, ბუნებრივია სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, ზღვრები ყოველთვის არსებობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ლაპარაკია 2004-12 წლებზე, მხედველობაშია მისაღები თვითონ ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული, სუპერ საპრეზიდენტო. ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალურად ჩემი შეფასება, დოქტრინაში განვითარებულია ეს მოსაზრება და რა თქმა უნდა საფუძვლიანია. და აქედან გამომდინარე სისტემურობა, სისტემატურობა ამ საქმიანობისა, რომელიც იმავდროულად მმართველ პარტიას უკავშირდებოდა, მის თავმჯდომარეს, შესაბამის პირებს, რომლებიც ამ სახელისუფლებო ვერტიკალში იმყოფებოდნენ, გვაძლევს იმ მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის და შეფასებისთვის, რაც უკვე გათვალისწინებული არის საქართველოს კონსტიტუციით, ამიტომაც არსებობს ზოგადად თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციიდან გამომდინარე მათ შორის პარტიის აკრძალვის [მექანიზმი]“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თორნიკე ჭეიშვილი„დამხობა თავისი არსით გულისხმობს შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული ძალა ცდილობს, შეარყიოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა“
  2. თორნიკე ჭეიშვილი„სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“
  3. თორნიკე ჭეიშვილი„სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“
  4. თორნიკე ჭეიშვილი„წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს“