განცხადება · 159 ნახვა
„დამხობა თავისი არსით გულისხმობს შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული ძალა ცდილობს, შეარყიოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა“
დამხობა თავისი არსით გულისხმობს მათ შორის, იმ შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული სახელისუფლებო ძალა ცდილობს იმას, რომ შეარყიოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვის საპასუხოდ, როდესაც მან ტერმინების „დამხობა“ და „ძალადობით შეცვლა“ განმარტება სთხოვა.
ჭეიშვილის თქმით, რაც შეეხება ძალადობით შეცვლას, მასში შესაძლოა ჩართული იყოს გარე აქტორიც, რომელიც ქვეყანაში ინტერვენციასა და არსებული კონსტიტუციური წესრიგის დამხობას ცდილობს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ის უპირისპირდება კონსტიტუციურ სამართლებრივ წესრიგს და ამის მაგალითია ის, რაზეც ვსაუბრობთ 2003 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე კონტექსტში. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, მაგალითად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და მათ შორის, იმ კომპონენტთან, რომელიც არის ადამიანის ძირითადი უფლებები, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა და დამხობის მიზანი.
როდესაც საუბარია ძალადობით შეცვლაზე, ძალადობა ფართო გაგებით უნდა იქნას განმარტებული. ეს ფიზიკურ კონტექსტსაც ატარებს და სხვა მხრივ. ანუ ძალადობრივი ხასიათის ქმედებები შეიძლება იყოს გამორიცხული ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, არა მარტო ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი და შეცვლა- აქ ის უნდა დავინახოთ, რომ არა საკუთრივ სახელისუფლებო ძალა, არამედ მათ შორის, გარე აქტორი ცდილობს ამაში ინტერვენციას და შესაბამისი კონსტიტუციური წესრიგის დამხობას“,-განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თორნიკე ჭეიშვილი„როცა საუბარია 2004-2012 წლებზე, მხედველობაშია მისაღები ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული. სისტემატურობა ამ საქმიანობის, რომელიც შესაბამის პირებს უკავშირდებოდა, გვაძლევს მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის“
- თორნიკე ჭეიშვილი„სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“
- თორნიკე ჭეიშვილი„სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“
- თორნიკე ჭეიშვილი„წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს“
