ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რამეს ამბობ, ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ“ დღეს 19 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი18°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ20:20
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 140 ნახვა

„შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება-ისკანდერის ნაწილები, წარდგენილი არ იქნებოდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაზა ბიბილაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, მიიჩნევს თუ არა მოსარჩელე მხარე, რომ 1633 რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა იყო შეცდომა ან სახელმწიფო ინტერესების ღალატი.

გორდულაძე აღნიშნავს, ის რომ რუსეთი ოკუპანტია, სამართლებრივად დადასტურებულია არა 1633 რეზოლუციით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფო უწყებების ეფექტური მუშაობა წარდგენილი არ იქნებოდა მთავარი მტკიცებულება და არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო.

ის, რომ რუსეთი ოკუპანტია ეს სამართლებრივად დადასტურებულია არა 1633 რეზოლუციით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. იმ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც რუსეთის ფედერაცია 1633 რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებდა და კონკრეტულად მიუთითებდა მე-5, მე-6 პუნქტებთან დაკავშირებით. ამ იმ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელი სასამართლოსიც, შს სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ ის უმთავრესი მტკიცებულება, რომელსაც ჰქვია ისკანდერის ნაწილები, ანუ, რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბის სროლის დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულება, რომელიც საქართველოში არ იყო, იყო უცხოეთში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება წარდგენილი არ იქნებოდა. არსებობდა უდიდესი რისკი იმისა, რომ საქართველო დამარცხებულიყო სტრასბურგის სასამართლოში. ზაზა ბიბილაშვილი საუბრობდა, რომ თურმე 1633 რეზოლუციით ფაქტები არის დადგენილი. ის ფაქტები, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს გარანტირებული, ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისოდ, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან და მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა გაეროს წევრი. შესაბამისად, არათუ 57, არამედ გაეროს ყველა წევრი, რამდენიმეს გარდა, რომელზედაც ვმუშაობთ, არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ერთ-ერთან დაკავშირებით უკვე მიღებული არის გადაწყვეტილება, ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების ჩართულობით, რომ მან ცნოს და ცნო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, აღიარებული და დამტკიცებულია. ეს 1633 რეზოლუციის დამსახურება კი არაა, არამედ იმის, რომ საქართველო არის ერთიანი, სუვერენული სახელმწიფო“,- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
  2. არჩილ გორდულაძე„შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ“
  3. არჩილ გორდულაძე„ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა“
  4. არჩილ გორდულაძე„დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს - ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია“