განცხადება · 130 ნახვა
ეკატერინა ივანიშვილები
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს“
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ.
ამის შესახებ სამძიმრის წერილშია აღნიშნული. განცხადებაში ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ფონიჭალაში დატრიალებული უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებენ და აღნიშნავენ, რომ იზიარებენ ამ უდიდეს ტკივილს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს,"- ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები.
ინფორმაციას "ქართული ოცნება" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
ბიძინა ივანიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ბიძინა ივანიშვილი„დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი, ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის- ილიაII-ის სულიერ შვილებად“
- ბიძინა ივანიშვილი„კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად- მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არამხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!“
- ბიძინა ივანიშვილი„ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე რთულ დროს, უფლის განგებით, თავად ერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ექმნენ მამულს დარღვეულს“
- ბიძინა ივანიშვილი„დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის საერთოა- ყველა ვცდილობთ, პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა“
