ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღეს დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი3°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ19:00
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 113 ნახვა

„არც „ლელოს“ და არც გახარიას პარტიას არ დაუგმია 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები - ისინი ამ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს დღესაც კი პოლიტპატიმრებს უწოდებენ“

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე მედიასთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის მცდელობა ამ ორი პოლიტიკური სუბიექტისთვის შედეგს ვერ გამოიღებს.

დეპუტატის თქმით, როდესაც ამ ორი პარტიის წარმომადგენლები 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციებს არ გმობენ, არ ემიჯნებიან პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი პოლიტიკური მსოფლმხედველობა აქვთ.

„მე ვფიქრობ, რომ არ გაჭირდება იმის დადასტურება, რომ, სამწუხაროდ, „ლელოც“ და გახარიას პარტიაც „ნაცმოძრაობის“ ფილიალებია. უნდა ვთქვათ, რომ გახარიას პარტია მაშინ შევიდა პარლამენტში, როდესაც დაინახა, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის პროცესი არ შედგა და ეს ღიად თქვეს კიდეც - დაველოდოთ, რა მოხდებაო. მაშინვე რატომ არ შევიდნენ პარლამენტში, როდესაც საკანონმდებლო ორგანო შეიკრიბა? რაღაც ფენომენალური სქემა მოიფიქრეს - თან აღიარებენ და თან - არა იმ პარლამენტის ლეგიტიმურობას, სადაც თვითონ სხედან, ხელფასს იღებენ და ტრიბუნას იყენებენ. ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს. რაც შეეხება იმას, გაჭირდება თუ არა „ლელოსთვის“ ან გახარიას პარტიისთვის ბრალის დამტკიცება - აქ ისმის კითხვა: სადმე თუ დაუფიქსირებიათ, რომ ისინი „ნაცმოძრაობასა“ და მის ფილიალებს ემიჯნებიან, მაგალითად, იმ აქციების შეფასებაში, სადაც რადიკალები ცოცხლად წვავდნენ პოლიციელებს? მათ არსად და არასოდეს დაუფიქსირებიათ პოზიცია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას გმობენ;

ასევე, ეს ორი პარტია არასდროს გამიჯვნია პარლამენტისა და მთავრობის სახლის შტურმით აღებას, ასევე ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმას. „ლელოსა“ და გახარიას პარტიის წევრები აქციაზე მიდიოდნენ, თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ აქციაზე სიტყვით არ გამოვიდოდნენ და უბრალოდ მხარს დაუჭერდნენ მომიტინგეებს - ამ შემთხვევაშიც ორმაგი სტანდარტით მოქმედებდნენ. არც „ლელოს“ და არც გახარიას პარტიას არ დაუგმია 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები - ისინი ამ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს დღესაც კი პოლიტპატიმრებს უწოდებენ. როგორ არიან პოლიტპატიმრები ადამიანები, რომლებმაც კრიმინალი ჩაიდინეს?! რომლებიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდნენ და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს ახორციელებდნენ?! სწორედ აქ გადის გამყოფი ხაზი - „ნაციონალურ მოძრაობასაც“, „ლელოსაც“ და გახარიას პარტიასაც ერთნაირი პოლიტიკური ნარატივი აქვთ. თუ მათ სურთ, „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ, ამ უკანასკნელის მიერ 4 ოქტომბერს ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებსაც უნდა გაემიჯნონ - ჯერჯერობით ამას მხოლოდ თეორიულად აკეთებენ. სწორედ ამიტომ, ამ ორი პარტიისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში ბრალის დამტკიცება სირთულეს არ წარმოადგენს,”- აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს - დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან“
  2. გურამ მაჭარაშვილი„ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს“
  3. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  4. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“