განცხადება · 153 ნახვა
„საქართველოს მშპ 2012-დან 2025 წლამდე გაიზარდა 415 პროცენტით - საოცარი შედეგია “ოცნების” მმართველობის, მაგრამ, ზოგიერთი რომ გაძღა, მომრგვალდა ამ წლებში, დღე და ღამე ოცნების და ბიძინას ლანძღვაშია - სატელიტური თეფშისთვის რომ იჭერდნენ, გვამებს სახურავებზე აწყობდნენ, მაშინ დემოკრატია ჰყოფნიდათ. ამას რა ჰქვია "უნახავმა რა ნახა" თუ "ვირო მადლი"?“
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2012-დან 2025 წლამდე 415 პროცენტიან ზრდაზე საუბრობს და წერს, რომ მას აკვირვებს ის ხალხი, რომლებიც ამ წლებში “გაძღა, მომრგვალდა” და მაინც “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავენ.
მისი თქმით, იმ დროში, როცა ადამიანებს სატელიტური თეფშის გამო იჭერდნენ და მოკლულების გვამებს სახურავებზე აწყობდნენ, ამ ადამიანებს დემოკრატიაც ჰყოფნიდათ და სიტყვის თავისუფლებაც.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“AI გვეუბნება: საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს დაახლოებით 15.8–16.5 მილიარდი აშშ დოლარი (26.1–27.2 მილიარდი ლარი) იყო, ხოლო ბოლო სრული წლის (2025) მონაცემებით 39.5 მილიარდ აშშ დოლარი (108.4 მილიარდ ლარი). გაიზარდა 415%.
საოცარი შედეგია ოცნების მმართველობის, მაგრამ მე ერთი მაკვირვებს. ზოგიერთი რომ გაძღა, მომრგვალდა ამ წლებში დღე და ღამე ოცნების და ბიძინას ლანძღვაშია (ექიმები მაგალითად). მშვიდობა არ გვინდა დემოკრატია არ გვყოფნისო. ომი გვინდაო (ყველა წინა ომი გამოტოვა).
სატელიტური თეფშისთვის რომ იჭერდნენ, მოკლულების გვამებს სახურავებზე აწყობდნენ. მაშინ დემოკრატიაც ჰყოფნიდათ და სიტყვის თავისუფლებაც. ამას რა ჰქვია "უნახავმა რა ნახა" თუ "ვირო მადლი"?” - წერს ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
ლევან ჭოტორლიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან ჭოტორლიშვილი„ბოროტების მანქანის ჭანჭიკი. ამ სუბიექტის, ე.წ. დოის, წულაძის, უშიკიშვილის, ბუღაძეების პრობლემა არის პროფესიონალური წარუმატებლობა. პიგმეებად გამოიყურებიან ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ კახიძის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის ფონზე“
- ლევან ჭოტორლიშვილი„გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას“
- ლევან ჭოტორლიშვილი„ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში“
- ლევან ჭოტორლიშვილი„ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება“
