ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღეს დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი3°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:58
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 98 ნახვა

„ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს“

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დამატებითი მტკიცებულებების - აღიარებითი ჩვენებების შესახებ კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. \

მისი თქმით, მოპასუხეების ჩვენებებმა საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებითი არგუმენტები შემატა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლები და ისინი, ვინც პროცესზე 5 პარტიას წარმოადგენენ, რეჟიმის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ცდილობენ.

„საზოგადოება თვალს ადევნებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და ხედავს, რომ რაც უფრო მეტად აქტიურობს ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო იძირება პოლიტიკურ ჭაობში. ამ პროცესებმა უფრო მეტი მტკიცებულება შეუქმნა საკონსტიტუციო სასამართლოს იმისათვის, რომ აიკრძალოს ისეთი ტიპის პარტიები, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა და მისი ფილიალები. პარტიების ასაკრძალად ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რაც სავსებით საკმარისი იყო, დაემატა პროცესის მიმდინარეობის დროს მოპასუხე მხარის აღიარებითი ჩვენებები, მათ შორის მათი ბელადის, სააკაშვილის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ სწორად მოიქცნენ, როდესაც ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმით შეიჭრნენ და ტელევიზია დახურეს. მათი გადმოსახედიდან ეს სწორი ქმედება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლებაში მოვლენ, კიდევ უფრო უარესს გააკეთებენ.

სწორი ყოფილა შავაძის დახვრეტა - ამას პირდაპირ ამბობს ნაცმოძრაობის დამფუძნებელი, რომ თურმე როინ შავაძე რუსეთის ფედერაციას გადასცემდა ინფორმაციას, რაც არ არის დადასტურებული. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ სასამართლოს განეხილა ეს საქმე და განაჩენი გამოეტანა, კანონმდებლობით დახვრეტა არ არის გათვალისწინებული. გამოძიებაც არ ყოფილა, უბრალოდ, ასე მოისურვა სააკაშვილმა და მისმა ნაცმოძრაობამ და ადამიანი დახვრიტეს. რაც მთავარია, ამ ყველაფერზე ამბობენ, რომ სწორი იყო. ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ, მათ შორის წითლიძისგანაც, იმის შესახებ, რომ ნაცმოძრაობა, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ვნებდა საკუთარ სახელმწიფოს. ამაზე მეტი საჯარო მტკიცებულება რა უნდა იყოს, როდესაც დელეგაციის სახელით მიდიან სტრასბურგში თუ ვაშინგტონში და ითხოვენ, რომ მათ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ; ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, ქვეყნის დასანქცირებას და ა.შ. ამას ემატება ისიც, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, 2020-2024 წწ-ში, არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, „გადააგდო“ საკუთარი ამომრჩეველი - მან თავის ფილიალებთან ერთად თქვა, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით არ მოვლენ. გამოდის, რომ მოვლენ რევოლუციითა და სახელმწიფოს დამხობით - ეს არაა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური? ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს - დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან“
  2. გურამ მაჭარაშვილი„არც „ლელოს“ და არც გახარიას პარტიას არ დაუგმია 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები - ისინი ამ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს დღესაც კი პოლიტპატიმრებს უწოდებენ“
  3. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  4. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“