ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღეს დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი3°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ19:01
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 115 ნახვა

„ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს - დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან“

„ღიმილის მომგვრელს“ უწოდებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მხრიდან გაერთიანების მცდელობას. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციას მისივე ამომრჩეველი არ უჭერს მხარს და ამის მიზეზია ის, რომ ხალხი არ ემხრობა რევოლუციას, გადატრიალებასა და არეულობას.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, პარტია, რომელიც პოლიტიკაში არჩევნების გზით ვერ მოდის და ამას აღიარებს, ცდილობს ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოსვლას. ასეთი ძალის პოლიტიკაში არსებობა კი, მისი თქმით, დაუშვებელია.

„ღიმილის მომგვრელიც კი გახდა ოპოზიციის მხრიდან მასშტაბური აქციების დაანონსება. თავადაც ვერ თვლიან უკვე მერამდენედ დააანონსეს აქცია და შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ მისული ადამიანების რაოდენობა იმის საშუალებასაც არ იძლევა, რომ ერთმანეთს დაელაპარაკონ. ეს იმიტომ ხდება, რომ ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს - დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან. გარდა ამისა, ნაცმოძრაობამ და მისმა ფილიალებმა ორჯერ გადააგდეს თავიანთი ამომრჩეველი. ხალხი მათ პარლამენტში ირჩევს და მერე აღარ შედიან; აირჩევს საზოგადოება თვითმმართველობაში - იქაც აღარ შედიან; ბოლოს კი საერთოდ აღარ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში.

მათ საკუთარ ამომრჩეველს აუკრძალეს არჩევანის უფლება და ასეთი ტიპის პარტია ამბობს, რომ უნდა იყოს პოლიტიკაში. საკუთარი ქმედებებით ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა რევოლუციითა და აჯანყებით სურთ. შეიძლება ფორმები შეიცვალოს, თორემ შინაარსი არ იცვლება - მათი ერთერთი „ჭკუათმყოფელი“ ექსპერტი გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე კონსტიტუცია არ კრძალავს მთავრობის დამხობას - კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციის დამხობასო. ჯერ ერთი კონსტიტუცია როგორ უნდა დაამხო, რას ნიშნავს ეს - საჯაროდ უნდა დახიო, თუ როგორ უნდა დაამხო? პარტიას, რომლიც პირდაპირ ამბობს, რომ არ სწამს არჩევნების და ამ გზით ვერ მოვა ხელიუფლებაში, პოლიტიკაში არაფერი ესაქმება,”-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„არც „ლელოს“ და არც გახარიას პარტიას არ დაუგმია 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები - ისინი ამ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს დღესაც კი პოლიტპატიმრებს უწოდებენ“
  2. გურამ მაჭარაშვილი„ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს“
  3. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  4. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“