ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ლევან მახაშვილი„ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას - დასანანია, რომ ევროპარლამენტი იუკნევიჩიანეს, გოშიევსკას და აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა“ დღეს 20 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 27 ნოემბერი
  • USD2.5917−0.0002
  • EUR2.8444+0.0076
  • GBP3.3982+0.0098
  • TRY0.0511
  • 100 RUB3.1488+0.0068
  • AZN1.5236−0.0013
  • 1000 AMD7.1892−0.0047
  • 10 UAH0.5738+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:31
გია აბაშიძე

განცხადება · 115 ნახვა

„„ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან“

კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება: მოსკოვი, ერთი მხრივ, საკუთარ მოსახლეობას აზარალებს, მეორე მხრივ კი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ნაცოპოზიციას „ქართული ოცნების“ ე.წ. პრორუსულობაზე სპეკულირებისკენ მეტად უბიძგებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს და ნაცოპოზიციას პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს, თუმცა „ქართული ოცნების“ ე.წ. რუსეთუმეობაზე სწორედ ის პოლიტიკური ძალები საუბრობენ, რომელთა მმართველობის პერიოდშიც რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

„კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება: მოსკოვი, ერთი მხრივ, საკუთარ მოსახლეობას აზარალებს, მეორე მხრივ კი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ნაცოპოზიციას „ქართული ოცნების“ ე.წ. პრორუსულობაზე სპეკულირებისკენ მეტად უბიძგებს.

ქართული ღვინის დაუსაბუთებელი აკრძალვა ამ წინააღმდეგობის ნათელი გამოხატულებაა. რუსეთში ჩვენი ღვინო მაღალი ხარისხითა და შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა, მაშინ როცა ორჯერ და მეტად ძვირადღირებული ევროპული ღვინოები ბაზარზე თავისუფლად იყიდება. ამგვარი შერჩევითი მიდგომა ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია და ბუნებრივ კითხვას აჩენს: რატომ უნდა შეიზღუდოს კარგი ქართული პროდუქცია, თუ მასზე მოთხოვნა არსებობს და ის მომხმარებლისთვისაც ხელსაყრელია? შედეგად, ზარალდება როგორც ქართველი მწარმოებელი, ისე რუსი მომხმარებელი.

კითხვებს აჩენს უნივერსიტეტების დამეგობრებისა და სტუდენტთა გაცვლის ინიციატივაც. მოსკოვს, როგორც ჩანს, არ აღელვებს, რომ მსგავსი შეთავაზებები უსამშობლო ნაცკლასტერისთვის მორიგ პოლიტიკურ იარაღად იქცევა და საშუალებას აძლევს, საზოგადოებაში კვლავ იყბედოს მთავრობის ე.წ. რუსეთუმეობაზე.

ამ ბრალდებების აბსურდულობა განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს, თუ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდს გავიხსენებთ — სწორედ მაშინ შეიქმნა რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვითარება. უტიფარი „ნაცების“ დღევანდელი რიტორიკა გაღმა შედავების კლასიკური მცდელობაა: 2008 წლის ომი, საქართველოს ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია, რუსეთის საოკუპაციო ბაზების დაბრუნება, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობის საქართველოსთვის დაკისრების შესახებ მუხანათურ რეზოლუციაზე ხელმოწერა და სტრატეგიული ობიექტების რუსული კომპანიებისთვის გადაცემა — ეს ყველაფერი ნაცმანქურთების მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

ამ სურათს პატიმარი ექს-პრეზიდენტის ამასწინდელი და მალევე წაშლილი ფეისბუქგანცხადებაც ავსებს. სააკაშვილი თავად საუბრობს რუსეთის მაშინდელი ხელისუფლების მონაწილეობაზე ე.წ. „ვარდების რევოლუციასა“ და მის ხელისუფლებაში მოსვლის პროცესში.

ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები. თავად სააკაშვილის ბოლო განცხადებებიც ამ გარემოებებს ადასტურებს. „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან.“ - წერს აბაშიძე.

გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გია აბაშიძე„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
  2. გია აბაშიძე„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
  3. გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
  4. გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“