ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ლევან მახაშვილი„ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას - დასანანია, რომ ევროპარლამენტი იუკნევიჩიანეს, გოშიევსკას და აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა“ დღეს 20 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 27 ნოემბერი
  • USD2.5917−0.0002
  • EUR2.8444+0.0076
  • GBP3.3982+0.0098
  • TRY0.0511
  • 100 RUB3.1488+0.0068
  • AZN1.5236−0.0013
  • 1000 AMD7.1892−0.0047
  • 10 UAH0.5738+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:32
ნიკოლოზ მეტრეველი

განცხადება · 137 ნახვა

„„ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს - ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს“

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მინსკში საქართველო-რუსეთს შორის გამართულ შეხვედრას, ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ რიტორიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მეტრეველის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი კონკრეტული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას ქმნის, თუმცა რუსეთის მხარეს ქართული ღვინის კომპანიების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ანალიტიკოსის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელისუფლებას რუსეთზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, მაშინ როდესაც საზოგადოებას პასუხი ჯერ კიდევ გასაცემი აქვს 2008 წლის ომისა და სტრატეგიული ენერგეტიკული აქტივების რუსული კომპანიისთვის გადაცემის საკითხებზე.

მეტრეველი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რიტორიკა ორმაგი სტანდარტის მაგალითია და სრულად იზიარებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

„ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუს შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიმართ არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. მინსკში გამართულ შეხვედრას მხარი დავუჭირე, რადგან პირდაპირი დიალოგი კონკრეტული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას ქმნის.

ზურაბაშვილის თქმით, რუსეთმა შვიდ ქართულ მეღვინეობას უკვე დაუწესა შეზღუდვები, მიხაილ გალუზინმა კი შეხვედრაზე უთხრა, რომ მსგავსი ზომების დაწესებას კიდევ ორი კომპანიის მიმართ განიხილავენ. რუსეთის მხარემ ახსენა ღვინის ხარისხი, უკრაინის ომის სავარაუდო დაფინანსება და ანტირუსული განცხადებები, თუმცა, ზურაბაშვილის თქმით, ამ ბრალდებების დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარადგინა. რა საფუძვლით უზღუდავენ რუს მომხმარებელს მისთვის ნაცნობი და ხელმისაწვდომი ქართული ღვინის არჩევანს, როდესაც იმავე ბაზარზე ევროპული ღვინო თავისუფლად იყიდება? ეს გადაწყვეტილება ქართველ მწარმოებლებს აზარალებს და რუს მომხმარებელს არჩევანს უმცირებს.

რაც შეეხება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ როლს მიმდინარე პროცესებში. პირველ რიგში სწორედ მათ საკუთარ წარსულზე აქვთ პასუხები გასაცემი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიებზე სამხედრო კონტროლი გაამყარა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. სააკაშვილის ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ პასუხი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციაში ცხინვალის დაბომბვა სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადასვლად შეფასდა, ხოლო რუსეთის სამხედრო პასუხი არაპროპორციულად. დღემდე პასუხგასაცემია, როგორ მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, რომლის შედეგებსაც საქართველო დღესაც იმკის.

ასევე პასუხი სჭირდება კითხვას, რატომ გადასცა სააკაშვილის ხელისუფლებამ სტრატეგიული ენერგეტიკული აქტივები რუსულ კომპანიას. 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ხრამჰესი I“-ისა და „ხრამჰესი II“-ის აქციები რუსული „ინტერ რაოს“ კონტროლქვეშ გადავიდა. დღეს, როცა იმ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვებს რუსეთზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, საზოგადოებას უნდა აუხსნან, რა მიიღო საქართველომ ამ გარიგებით და როგორ ემსახურებოდა ის ქვეყნის ინტერესებს.

ამას დაემატა სააკაშვილის 24 ნოემბრის პოსტი, რომელიც თავდაპირველად მისი გვერდიდან გაქრა და მოგვიანებით თავადვე ხელახლა გამოაქვეყნა. მასში წერს, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა „აკურთხა“.

„ნაც მოძრაობის“ გათვლა მარტივია. ქვეყნის შიგნით „ქართულ ოცნებას“ პრორუსულობას აბრალებენ, ოფიციალური მოსკოვის მიმართ კი მათი პოლიტიკური გზავნილია: „ხომ ხედავთ, ‘ქართული ოცნება’ მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოს ინტერესებს იცავს და ქვეყნის პრინციპულ საკითხებზე არაფერს თმობს. დაგვეხმარეთ, რა გზითაც გინდათ, ხელისუფლებაში დაბრუნებაში და მერე რასაც მოგვთხოვთ, იმას გავაკეთებთ.“ სწორედ ამაში ვხედავ მათი რიტორიკის ორმაგ სტანდარტს. საჯაროდ იმ დიალოგს ებრძვიან, რომელიც საქართველოს საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალებას აძლევს, თავად კი, მზად არიან, ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილს ქვეყნის ინტერესები დაუქვემდებარონ.

და ბოლოს: სრულად ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია და რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მინდა, ქართველ და რუს ხალხს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენს ხალხებს დიდი ხნის ადამიანური და კულტურული კავშირები აქვთ. ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ.“ - წერს მეტრეველი.

ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნიკოლოზ მეტრეველი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
  2. ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
  3. ნიკოლოზ მეტრეველი„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
  4. ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“