ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ლევან მახაშვილი„ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას - დასანანია, რომ ევროპარლამენტი იუკნევიჩიანეს, გოშიევსკას და აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა“ დღეს 20 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 27 ნოემბერი
  • USD2.5917−0.0002
  • EUR2.8444+0.0076
  • GBP3.3982+0.0098
  • TRY0.0511
  • 100 RUB3.1488+0.0068
  • AZN1.5236−0.0013
  • 1000 AMD7.1892−0.0047
  • 10 UAH0.5738+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:29
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 108 ნახვა

„რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და ღვინის კომპანიების დასანქცირების მუქარა საქართველოს დესტაბილიზაციასა და მოსკოვის დღის წესრიგის გატარებას ემსახურება – ეს ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა“

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუსა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და მუქარა საქართველოში დესტაბილიზაციის ხელშეწყობას ემსახურება.

სადღობელაშვილის განცხადებით, მოსკოვის მხრიდან ღვინის დამატებითი კომპანიების შესაძლო დასანქცირებაზე საუბარი საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა და რუსეთის დღის წესრიგის გატარების მცდელობაა.

მისი თქმით, სააკაშვილის მეთაურობით მოქმედი ოპოზიცია დაძაბულობის ესკალაციასა და ხელისუფლების წინააღმდეგ ყალბი ნარატივების შექმნას ცდილობს, მაშინ როდესაც, რეალურად, თავად ოპოზიციური ძალები რჩებიან რუსეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული.

„პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზურაბაშვილის ინტერვიუს და პარალელურად სააკაშვილის მიერ გაკეთებული თვითმამხილებელი განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მრავალწახნაგიანი აგენტურული ძალები არ წყვეტენ პროვოკაციებსა და ცდილობენ ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებას. მათთან სამუდამოდ კავშირის გაწყვეტა, მათი აკრძალვა და პოლიტიკური ველის სრულიად გაჯანსაღება გადამწყვეტია ქვეყნის სუვერენიტეტისა და მშვიდობის დასაცავად. მხოლოდ აკრძალვით იქნება შესაძლებელი იმ პოლიტიკური ჯგუფების სრულად განადგურება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს სტაბილურობას, განვითარებასა და ერთიანობის აღდგენას.

- ზურაბაშვილის, ინტერვიუს ფონზე აშკარაა, რომ რუსეთის რიტორიკა და პირობები პროვოკაციულია და ხელს უწყობს საქართველოში დესტაბილიზაციას. მაშინ როდესაც, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა კიდევ დამატებით ღვინის კომპანიები დასანქცირდნენ სხვა არაფერია, თუ არა მოსკოვის საკუთარი დღის წესრიგის გატანა და საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა.

ცალსახაა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა და მეტი არაფერი!

- მოგეხსენებათ, ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით, ცდილობს დაძაბულობის ესკალაციასა და ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების შექმნას, თითქოს “ქართული ოცნება” რუსეთის ინტერესის გამტარია, მაშინ როდესაც რეალურად, სწორედ რომ, ოპოზიციური ძალები რჩებიან რუსეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული. მათ ერთობლივ “პინგ-პონგი” უკვე ისეთი აშკარაა რომ აღარც გვიკვირს “შემთხვევითობები” და “დამთხვევები”!

ეს ფარსი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!“ - წერს სადღობელაშვილი.

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
  2. ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
  3. ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
  4. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“