ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ირაკლი შატაკიშვილი„ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ“ დღეს 15 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი7°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ16:22
თამთა მეგრელიშვილი

განცხადება · 151 ნახვა

„ცოტნე ივანიშვილის მონაწილეობით გაიხსნა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ და ინოვაციურ ცენტრში, შეთანხმების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის დაწესდება განაცხადების მიღების სპეციალური ვადები და გარკვეული შეღავათები“

საქართველოსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტს (HKU) შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობა იხსნება, რომლის მიღწევაშიც განსაკუთრებული როლი ითამაშა ცოტნე ივანიშვილის პირადმა ინიციატივამ, აქტიურმა ჩართულობამ და ძალისხმევამ,- წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, სწორედ ცოტნე ივანიშვილის მონაწილეობით გაიხსნა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ და ინოვაციურ ცენტრში, ხოლო შეთანხმების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის დაწესდება განაცხადების მიღების სპეციალური ვადები და გარკვეული შეღავათები.

“საქართველოსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტს (HKU) შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობა იხსნება.

უნივერსიტეტი გლობალურ რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს, აზიაში კი პირველია.

ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ცოტნე ივანიშვილის პირადმა ინიციატივამ, აქტიურმა ჩართულობამ და ძალისხმევამ.

სწორედ მისი მონაწილეობით გაიხსნა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ და ინოვაციურ ცენტრში.

შეთანხმების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის დაწესდება განაცხადების მიღების სპეციალური ვადები და გარკვეული შეღავათები, რაც ახალგაზრდებს საერთაშორისო დონის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობას გაუმარტივებს.

ცოტნე ივანიშვილის ჩართულობით განხორციელებული ეს ინიციატივა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ინიციატივა, საერთაშორისო კავშირები და მიზანმიმართული თანამშრომლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.

HKU-ში მიღებული ცოდნა, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული კავშირები ახალგაზრდებს გლობალურ ასპარეზზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს.

ცოტნე ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობითა და ჩართულობით მიღწეული შედეგი მხოლოდ კონკრეტულ შეთანხმებას არ გულისხმობს - ის ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალ პერსპექტივებსა და მომავალზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს ქმნის.

ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც თავადაც აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტია, ნიჭიერ ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, თავადაც მის მსგავსად მიიღონ განათლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში.

წარმატებები ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ამ შეთანხმებას საკუთარი უკეთესი მომავლის შესაძლებლობად განიხილავს!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამთა მეგრელიშვილი„არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა“
  2. თამთა მეგრელიშვილი„ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი“
  3. თამთა მეგრელიშვილი„პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“
  4. თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“