განცხადება · 87 ნახვა
„აქეთ მხარესაცაა აგენტურა - თავს დავიჭრი, ახლანდელ სუსის ფაილებში თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს“
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - პოლიტიკოსების გარდა, უთანხმოებაა აქტივისტებს შორის, კერძოდ, მაგდა მამუკაშვილი დავით აბზიანიძეს აგენტად მიიჩნევს და მას ელისო კილაძეს ადარებს.
მამუკაშვილის თქმით, “თავს დაიჭრის” თუ სუს-ის ახლანდელ ფაილებში აბზიანიძე არ აღმოჩნდება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“აი, ხომ უეჭველი ვიცი, რომ ახლანდელი სუსის ფაილები ოდესმე მაინც გაიხსნება, აი ხელისუფლების ცვლილების მერე შეიძლება არ გაიხსნას, რადგან აქეთ მხარესაცაა აგენტურა და ყველაფერს იზამენ, რომ ეგ არ მოხდეს, მაგრამ აი 10, 15, 20 წლის მერე ხომ მაინც გაიხსნება, ეს ოხერი. აიი, თავს დავიჭრი, იქ თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს. ხოდა, ეგ თუ ეგრე აღმოჩნდება, ყველას ბოდიშის მოხდას მოგთხოვთ, ვინც მაგას იზელთ და არეაბილიტირებთ. მითქვამს მე და შევასრულებ,” - წერს მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.
მაგდა მამუკაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- მაგდა მამუკაშვილი„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში. მოლოტოვის კოქტეილს კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს“
- მაგდა მამუკაშვილი„ნანუკა, ხომ ხედავ, საერთოდ არ აღძრავ ჩემში დადებით განცდებს, იცხოვრე რა შენთვის, მე გამეშვი“
- მაგდა მამუკაშვილი„ნანუ სანდერი მიყვებოდა, სალომემ დამაბრალა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო – ნანუს ერთი კვირის წინ მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აშკარაა, ეს გოგო გაწირულია. თუ აპირებთ მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას ამ საჯარო განცხადების გამო?“
- მაგდა მამუკაშვილი„ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება“
