ყველა სიახლე
4722 მასალა
12 იანვარი
Politico: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერს
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ ოდესმე რუმინეთთან გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა“, – ამის შესახებ Politico წერს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუმინეთსა და უკრაინას შორის მოქცეული დაახლოებით 2.4 მილიონი მოსახლეობის მქონე მოლდოვა რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნე გახდა.
ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ღარიბაშვილის ოჯახის სხვა ქონების, მათ შორის ქარხნის ჩამორთმევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას – პროკურორი
საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
პოლონეთის ყოფილი გენ. პროკურორი ზბიგნევ ზიობრო: დონალდ ტუსკის და მისითანა მოაზრეების სამიზნე გავხდი, რადგან, როგორც გენერალურმა პროკურორმა, დავიწყე გამოძიება მათ კორუფციასა და ქურდობის ფაქტებზე- გადავწყვიტე, უნგრეთის მთავრობის მიერ მონიჭებული თავშესაფარი მიმეღო
პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი, ზბიგნევ ზიობრო, ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკისა და მისი გარემოცვის პირად შურისძიებაზე საუბრობს, მიზეზად კი ასახელებს მათი კორუფციისა და ქურდობის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას.
ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მლნ ლარი ჯარიმა დაეკისრა
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ტრამპი ვარაუდობს, რომ მარკო რუბიო, შესაძლოა, მალე კუბის პრეზიდენტი გახდეს
ვაშინგტონი — სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც დაუღალავად აგროვებს სხვადასხვა საპასუხისმგებლო ტიტულებს, შესაძლოა მალე კიდევ ერთი ახალი პოსტი მიიღოს — ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა მიანიშნა. ქვეყნის მთავარსარდალმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუბიო, რომელიც ერთდროულად ადმინისტრაციის ოთხ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა და არაერთ სხვა პოზიციაზეც მოიაზრებოდა, შესაძლოა კუბის პრეზიდენტი გახდეს. სწორედ კუბიდან გამოიქცნენ მისი მშობლები 1950-იან წლებში, ბატისტას სასტიკი რეჟიმის პერიოდში. ინფორმაციას new york post ავრცელებს.
11 იანვარი
ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ედ დეივი: ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ გრენლანდიაზე თავდასხმა განხორციელდება, დიდმა ბრიტანეთმა უნდა დაუწესოს სანქციები ტრამპის ორგანიზაციას და დაფიქრდეს, გვინდა თუ არა აშშ-ის სამხედრო ძალები ჩვენს ტერიტორიაზე
დროა, ტრამპის მუქარები სერიოზულად მივიღოთ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ გრენლანდიაზე თავდასხმა განხორციელდება, დიდმა ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ტრამპის ორგანიზაციის წინააღმდეგ და სერიოზულად დაფიქრდეს, საერთოდ გვინდა თუ არა აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი, ედ დეივი, X-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში აცხადებს.
ილონ მასკი გავრცელებულ ცნობაზე, რომ დიდი ბრიტანეთი ონლაინ კომენტარების გამო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ადამიანთა დაკავებების რაოდენობით: -რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური?!
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი X-ზე მომხმარებლის ტვიტს აზიარებს და ბრიტანეთის მთავრობას ფაშისტურს უწოდებს.





























