პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: იააკ მედისონის კრიტიკა აჩვენებს ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტში არსებულ სისტემურ პრობლემებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ესტონელი ევროპარლამენტარის, იააკ მედისონის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელშიც მედისონი აღნიშნავს, რომ „ ALDE ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი – სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში.“

ნიკოლეიშვილის შეფასებით, როცა ასეთ განცხადებებს ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აკეთებს, ირონიული ღიმილი უნებლიედ გეპარება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ესტონელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ძირითადად სხვისი დემოკრატიის ხარისხის შეფასებითა და მორალიზებით არიან დაკავებული.

„განა რამე განსაკუთრებული ხდება, მაგრამ როცა ასეთ განცხადებებს ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აკეთებს, ირონიული ღიმილი უნებლიედ გეპარება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ესტონელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ძირითადად სხვისი დემოკრატიის ხარისხის შეფასებითა და მორალიზებით არიან დაკავებული. ბატონი მედისონი მკაცრ და სისტემურ კრიტიკას უპირისპირებს როგორც ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტს, ისე მედიასივრცეში დამკვიდრებულ დომინანტურ ნარატივს. მისი შეფასებით, ALDE არ წარმოადგენს პლურალიზმისა და დემოკრატიული პროცესების დამცველ პოლიტიკურ ჯგუფს; იგი ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი – სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში. ამასთან, მედისონი სვამს ფუნდამენტურ კითხვას მედიის როლთან დაკავშირებით: რამდენად შესაძლებელია ჟურნალისტური ნეიტრალიტეტი გარემოში, სადაც პოლიტიკური სიმპათიები აღარ იმალება და ხშირად ღიად დემონსტრირდება? როგორ შეიძლება პროფესიულ ეთიკაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ სრულიად სერიოზულად „ულტრამემარჯვენე“ იარლიყი მიაკრას პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საზოგადოების თითქმის ნახევარი უჭერს მხარს? ეს უკვე აღარ არის განსხვავებული მოსაზრებების საკითხი, ეს არის დემოკრატიული ლეგიტიმაციის გაუფასურების, მედიის პასუხისმგებლობის ეროზიისა და პოლიტიკური რეალობის მიზანმიმართული დეფორმაციის პრობლემა.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.