ყველა სიახლე
4677 მასალა
26 მაისი
2011 წლის 26 მაისის დარბევისას მოკლული სულიკო ასათიანის შვილი: იმდენი ნამუსი მაინც უნდა ჰქონდეს ახლანდელ ოპოზიციას, რომ 26 მაისისთვის არ დაემთხვიათ. მდუმარე აქცია გვქონდა და ამას გვიშლიდნენ. რა ნამუსით გამოდიან და აქციას როგორ ატარებენ?! თუ კი მაშინ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი, 15 წლის შემდეგ შეიძლება?
იმდენი ნამუსი მაინც უნდა ჰქონდეს ახლანდელ ოპოზიციას, რომ 26 მაისს მაინც არ დაემთხვიათ ეს ყველაფერი,- ამის შესახებ 2011 წლის 26 მაისის დარბევისას მოკლული სულიკო ასათიანის შვილმა, პაატა ასათიანმა, განაცხადა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“.
2011 წლის 26 მაისის დარბევისას დაღუპული სულიკო ასათიანის შვილი: ჯიხურის მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო – შეთითხნილი ბრალდებით უნდა დაეჭირათ ის კაცი, რომ ჩვენთვის დაეჯერებინათ, თითქოს, დენმა მოკლა
არარეალური იყო ის ყველაფერი, თვითონ მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო. ჯერ მარტო იმ კაცის ჩვენება არის საკმარისი, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო, – ასე უპასუხა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ დაღუპული სულიკო ასათიანის შვილმა, პაატა ასათიანმა, წამყვანის შეკითხვას „თუ მოუნახულებია ის ადგილი, სადაც, როგორც არწმუნებდნენ, მამამისი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა“, გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“.
გიორგი კანდელაკის კვლევაზე
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ხატია დეკანოიძეზე
კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე
25 მაისი
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა – ანგარიშის დეტალები
ევროკომისია განახებულ ანგარიშს – 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.
2025 წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა | ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისია განახებულ ანგარიშს – 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.
24 მაისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სეტანტას თანამშრომლებს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაშველებმა დიდ ლიახვში ჩავარდნილი რუსეთის მოქალაქის, ანა ტიცის ცხედარი იპოვეს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაშველებმა მდინარე დიდ ლიახვში ჩავარდნილი რუსეთის მოქალაქის, ანა ტიცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად ეძებდნენ.
გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“ – კანდელაკს ანტიქართული ბრალდების გასამყარებლად ერთი ფაქტიც კი ვერ მოჰყავს
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების – ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.
რუსულმა ჯარებმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასირებული დარტყმა განახორციელეს
რუსულმა ჯარებმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასირებული დარტყმა განახორციელეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის (სსო) მიმდინარეობის განმავლობაში. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელი“ იუწყება.





























