პოლიტიკა

ნიკა გვარამია სეტანტას თანამშრომლებს – გამოფხიზლდით, ან გამოგაფხიზლებთ!

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სეტანტას თანამშრომლებს მიმართავს:

,,პასუხს ველით სეტანტასგან და მათი თანამშრომლებისგან:

თუ სიმართლეა, რომ რუსთავი 2-ს აძლევთ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციის უფლებას, აცნობიერებთ საერთოდ, რას აკეთებთ? ანუ მართლა აპირებდით „იმედისთვის“ გადაგეცათ ტრანსლაციის უფლება და უბრალოდ შეგეშინდათ და “დაზადნეთ”? და რა გგონიათ, თქვენი პრობლემები აწუხებდა საზოგადოებას, რომ სანქცირებულთან ურთიერთობა დაგაზიანებდათ?

რუსთავი 2თან თანამშრომლობა, თან რეჟიმის დავალებით, არის ქოცობაზე უარესი – “უტრაკო” და ქვეშქვეშა ქოცობა. და დიახ, თუ რუსთავი 2-ის თითოეული თანამშრომელი რეჟიმთან მოთანამშრომლეა, მაშინ სეტანტას თითოეული თანამშრომელიც ამიერიდან რეჟიმთან მოთანამშრომლეა და მხილებას უნდა ელოდოს. “რა ვქნა, ხელფასი მჭირდება”, “კრედიტია გადასახდელი”, “ოჯახს რა ვაჭამოთ” – ეგენი რუსთავი 2-ის ხალხსაც აწუხებს და იქ თუ არაა გასაპრავებლად საკმარისი, თქვენთვის მით უმეტეს არაა, (ჯერ კიდევ) ძვირფასო სეტანტელებო.

გამოფხიზლდით, ან გამოგაფხიზლებთ.“,-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა