ყველა სიახლე
4687 მასალა
14 აპრილი
განათავსეთ თქვენი რეკლამა
Politico- უნგრეთში ჩატარებული არჩევნები დონალდ ტრამპის მარცხია
Politico-ს სტატიის მიხედვით, უნგრეთში ჩატარებული არჩევნები დონალდ ტრამპისთვის წარუმატებლობა აღმოჩნდა, თუმცა პეტერ მაგიარის კამპანია საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს ამერიკელი დემოკრატებისთვისაც.
საქართველო ხანგძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი კვლავინდებურად გაიმყარა.
უნგრეთის არჩევნების შედეგებზე
13 აპრილი
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი სომხეთს რეკომენდაციას აძლევს, მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. “სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას,” – წერს კომისარი X-ზე.
სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს
რუსული მედიის ინფორმაციით, წყლის სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურომ რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება მისცა.
საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიოს თასზე ითამაშებს
საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანის ყველა პორტის სრულმასშტაბიან საზღვაო ბლოკადას იწყებს
CENTCOM-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, 13 აპრილიდან ყველა გემი, რომელიც ირანის პორტებში შედის ან იქიდან გამოდის, დაიბლოკება. ამასთან, აშშ ხელს არ შეუშლის ნავიგაციის თავისუფლებას იმ გემებისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლით არაირანული პორტებისკენ გადაადგილდებიან.
„ოპოზიციის ალიანსი“ – უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას ვუსურვებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა
„ოპოზიციის ალიანსი“ ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია „ტისას“ გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში.
ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს. ამ დროისთვის უკვე დათვლილია ხმათა 96.37 პროცენტი.





























