ეკონომიკა

ერიკ ტრამპი: ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთვის გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია

ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან.“- აცხადებს ერიკ ტრამპი, “ტრამპის ორგანიზაციის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. 

“არქი” ჯგუფთან, Biograpi Living-თან, The Sapir Organization-თან, Blox Group-თან და Finvest Georgia-სთან თანამშრომლობით, The Trump Organization საქართველოში თავის პირველ ბრენდირებულ პროექტს წარადგენს, რაც რეგიონში ფუფუნებისა და დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. დაახლოებით 70-სართულიანი გამორჩეული ცათამბჯენი ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა გახდება. იგი გადაჰყურებს ცენტრალურ პარკს და მრავალფუნქციური სივრცის მთავარ ცენტრად იქცევა, სადაც განთავსდება მდიდრული რეზიდენციები, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტები, მსოფლიო დონის რესტორნები და განსაკუთრებულად შერჩეული ცხოვრების სტილის სერვისები.”- ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.