Politico-ს სტატიის მიხედვით, უნგრეთში ჩატარებული არჩევნები დონალდ ტრამპისთვის წარუმატებლობა აღმოჩნდა, თუმცა პეტერ მაგიარის კამპანია საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს ამერიკელი დემოკრატებისთვისაც.
CENTCOM-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, 13 აპრილიდან ყველა გემი, რომელიც ირანის პორტებში შედის ან იქიდან გამოდის, დაიბლოკება. ამასთან, აშშ ხელს არ შეუშლის ნავიგაციის თავისუფლებას იმ გემებისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლით არაირანული პორტებისკენ გადაადგილდებიან.
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს. ამ დროისთვის უკვე დათვლილია ხმათა 96.37 პროცენტი.
ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს მიმართა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, არჩევნების შედეგებს კი „ნათელი“ და მისი პარტიისთვის „მტკივნეული“ უწოდა.
აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტის საკითხზე ჩიხში შევიდა. Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვაშინგტონი სრუტის გახსნასა და მასზე ერთობლივი კონტროლის დაწესებას ითხოვს, მაშინ როცა თეირანი სრუტეზე ერთპიროვნულ კონტროლსა და გემების გავლისთვის სპეციალური საფასურის დაწესებას მოითხოვს.
ისლამაბადში ამერიკული და ირანული დელეგაციების პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო — ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NewsNation-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა. მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-იც ადასტურებს.
აშშ-ისა და ირანის დელეგაციები ისლამაბადში ჩავიდნენ, სადაც 11 აპრილს მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება. CNN-ის ინფორმაციით, დიალოგი თავდაპირველად შუამავლების მეშვეობით დაიწყება, მოგვიანებით კი, დღის განმავლობაში, მხარეები პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადავლენ.
შეშლილი კენდის ოუენსი საფრანგეთის პატივსაცემ პირველ ლედის იმაში ადანაშაულებს, თითქოს ის მამაკაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საერთოდ, საფრანგეთის პირველი ლედი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე კენდისი — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა პოდკასტის წამყვანზე, რომელსაც ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა სასამართლოში შეთქმულების თეორიების გავრცელებისთვის უჩივლეს.
POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.
დემოკრატებმა გაიმარჯვეს ვისკონსინის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ადგილისთვის ბრძოლაში, ასევე მოიპოვეს გამარჯვება მილუოკის გარეუბნის, უოკეშოს მერის პოსტზე. ეს დასახლება ტრადიციულად რესპუბლიკელებს ანიჭებდა უპირატესობას და აქამდე მერის თანამდებობასაც რესპუბლიკელი იკავებდა. ამიერიდან კი ქალაქის მეთაური 36 წლის ალისია ჰალვენსლებენი იქნება.
ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა – ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს. კომპანიას ასევე სურს, Google Meet-ის, Google Workspace-ის, Google Drive-ის, Google Mail-ის, Gmail-ის და Google Cloud-ის სახელებისა და ლოგოების სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია.
ამერიკულ სკოლებში მოსწავლეებმა მასობრივად დაიწყეს თამაში „Five Nights at Epstein’s“ („ხუთი ღამე ეპშტეინთან“) — ეს არის ვიდეოთამაში, რომელიც სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მოტივებზეა შექმნილი, წერს Newsweek.
როდესაც სამხედრო სამსახურში ვიყავი, გვაფრთხილებდნენ ჯო უილსონის მსგავსი ადამიანების შესახებ: „მოხუცები ლაპარაკობენ, ახალგაზრდები კი კვდებიან“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა X-ზე.
მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ნიუ-იორკში პატიმრობაში დარჩებიან. სასამართლო დარბაზში ორივე მათგანი წონაში შესამჩნევად დაკლებული გამოჩნდა, მადურო კი კვლავ კოჭლობდა — მისი წარმომადგენლები ამას 3 იანვარს კარაკასში ამერიკელი სამხედროების სპეცოპერაციის დროს მიღებულ ტრავმას უკავშირებენ.
პიტ ჰეგსეთმა მონაწილეობა მიიღო პენტაგონში გამართულ პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ, იუწყება Associated Press (AP).
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ BBC-სთვის „გაკვეთილის სწავლება იყო საჭირო“ – აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში გააკეთა.