Layout K (with load more)

ნინო წილოსანი: თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რა თქმა უნდა წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას ამ თემაზე. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ანაკლიის პორტი „ლელოს“ ლიდერებმა ჩააგდეს

სოსო მანჯავიძე: ,,ნეტგაზეთი” არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი, მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი და სიმბოლური ეს საქმე – სოროსელი ამაღლობელის მიერ სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს, ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ უნდა მოიხადოს

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს

ედიშერ გვენეტაძე: ვენის კონვენციის დამრღვევი გერმანიის ელჩი ფიშერი, სხვადასხვა სასამართლოების მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი ხანდაზმული თაღლითის, ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს ბინას, რომელიც, სავარაუდოდ, ხელშეკრულებით გაფორმებული არ არის. რაც პატივცემული დიპლომატის მხრიდან აშკარა კანონდარღვევასა და პოლიტიკურ კორუფციას წარმოადგენს

გიორგი ვოლსკი: ხაბეიშვილის მთლიანი დახასიათება „ქურქუმალ ვაითია“ – გადაწყვიტა, რომ აგრესიული ადამიანის ნიშა, რომელიც სპორტდარბაზში ვარჯიშობს, კრივში ემზადება და კარატეს სხვადასხვა ილეთს გვიჩვენებს, უფრო მაგარია, ვიდრე აკრობატი ელისაშვილი

ლევან მახაშვილი ევროკავშირის მოთხოვნებზე: არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ, ასევე დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდაზე და ვისაუბროთ, უსტარებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს – თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს, თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი, თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს

გიორგი ვოლსკი პეტერ ფიშერის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების და პოზიციის გაზიარება, თანაც აგრესიულად, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია

არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან ბინის დაქირავებაზე: ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა