პოლიტიკა

ჩიხელიძე ნიკა გვარამიას ექსტრემიზმის კანონპროექტზე: თქვენ ამ ინიციატივას ამართლებდით იმით, რომ ეს იყო დასავლური დემოკრატიების საუკეთესო პრაქტიკა. როდესაც მმართველ გუნდს აქვს ინიციატივა, თქვენ ამავე ტიპის რეგულაციებს „რუსულს“ უწოდებთ და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ აცხადებთ-როგორ უნდა გავიგოთ ეს ფერისცვალება?

x

“ბატონო ნიკოლოზ, გახსოვთ 2006 წლის შემოდგომა, როდესაც პარლამენტი ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტის მიღებას გეგმავდა? დარწმუნებული ვარ, გახსოვთ, თუმცა თქვენი დღევანდელი პოზიციის გათვალისწინებით საჭიროდ მივიჩნევ შეგახსენოთ რას მოიცავდა 2006 წელს დაანონსებული კანონპროექტი”- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, რითაც ნიკა გვარამიას მიმართავს. ჩიხელიძე იხსენებს, რომ 2006 წლის ზემოხსენებული კანონპროექტი გულისხმობდა იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტელეფონზე თუ ღიად ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებდა, შესაძლოა, ციხეში აღმოჩენილიყო, ხოლო თავად გვარამია, რომელიც მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი იყო, აცხადებდა, რომ “აღნიშნული კანონი შეიძლება შეეხოს ყველა იმ ტიპის განცხადებას, რომელიც მიმართული იქნება ლეგიტიმური პროცესების, სახელმწიფოებრივი ინტერესების, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ”.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გვარამია ამ ინიციატივას იმ არგუმენტით ამართლებდა, რომ მსგავსი რეგულაციები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში არსებობდა, ხოლო დღეს მმართველი გუნდის დაახლოებით ამავე ტიპის ინიციატივას “რუსულს”უწოდებს და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ აცხადებს. ჩიხელიძე გვარამიას მოუწოდებს, გაიხსენოს წარსული და არ გაბედოს არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა.

“იმ პერიოდში თქვენი ინიციატივა გულისხმობდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაისჯებოდა ნებისმიერი პირი, რომელიც საჯაროდ ან თუნდაც სატელეფონო კომუნიკაციისას ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებებს გააკეთებდა. პრაქტიკულად, ეს ნიშნავდა, რომ ხელისუფლების კრიტიკა შეიძლებოდა თავისუფლების აღკვეთით დასრულებულიყო. უფრო მეტიც, მაშინ თქვენ ამ ინიციატივას ამართლებდით იმ არგუმენტით, რომ მსგავსი რეგულაციები არსებობდა ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში; აცხადებდით, რომ ეს იყო დასავლური დემოკრატიების საუკეთესო პრაქტიკა და რომ საქართველო სწორედ ამ სტანდარტს იზიარებდა. დღეს კი, როდესაც მმართველ გუნდს აქვს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს, თქვენ ამავე ტიპის რეგულაციებს „რუსულს“ უწოდებთ და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ აცხადებთ. როგორ უნდა გავიგოთ ეს ფერისცვალება? თუ 2006 წელს მსგავსი მიდგომა დასავლური და თანამედროვე სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილი იყო, რა შეიცვალა დღეს? სამართლებრივი ფილოსოფია, საერთაშორისო პრაქტიკა თუ უბრალოდ პოლიტიკური პოზიცია? თქვენი პოზიციაა რომ მთავარი აღქმებია და არა ფაქტები, მაგრამ ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ თქვენ აღნიშნული კანონმდებლობის უპირველესი დამცველი იყავით. დღეს არავინ ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და ხელისუფლების კრიტიკას, თქვენი საკანონმდებლო ინიციატივისგან განსხვავებით, როდესაც ხელისუფლების აუგად მოხსენიებასაც კი კრძალავდა. ბატონო ნიკოლოზ, შეეშვით მეხსიერების შერჩევით მუშაობას, გაიხსენეთ წარსული და არ გაბედოთ არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა!“- წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.