პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ტრამპმა შეიძლება შეცვალოს რიტორიკა და წამოიწყოს კონფლიქტები, მაგრამ სისტემის ძირითადი სტრუქტურული ელემენტები – ფინანსურ-ეკონომიკური არქიტექტურა და სოციალური კარკასი ინსტიტუციურად დაცულია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც დონალდ ტრამპმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა „ჩემი აზრით, სასამართლო მოექცა უცხოური ინტერესების გავლენის ქვეშ.“ მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ უზენაესი სასამართლო არ არის პრეზიდენტის ინსტრუმენტი და ის განსაზღვრავს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პოლიტიკური ცვლილება.

„თუ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებს შევხედავთ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპის გამოცხადებული ბრძოლის პრიზმაში, სურათი საკმაოდ მკაცრად ყალიბდება. სასამართლო, რომელიც ფორმალურად კონსერვატიული უმრავლესობითაა დაკომპლექტებული, ერთის მხრივ ძალაში ტოვებს ერთსქესიან ქორწინებათა სამართლებრივ ჩარჩოს, ხოლო მეორეს მხრივ ზღუდავს ტრამპის ეკონომიკური ნაციონალიზმის მთავარ ინსტრუმენტს – ტარიფების პოლიტიკას. ეს იმდენად არა სასამართლოს დამოუკიდებლობას წააგავს, რამდენადაც უფრო იმ „წითელი ხაზების“ შესახებ მოგვანიშნებს, რომლის გადაკვეთა სისტემისთვის დაუშვებელია. ამ ლოგიკაში სოციალური კორექტირებები შეიძლება ნაწილობრივ დაიშვას – აბორტის საკითხზე ცვლილებები, საზღვრის გამკაცრება, სუვერენიტეტის რიტორიკა და ა.შ. მაგრამ როგორც კი საქმე ეხება ცივი ომის შემდგომი პერიოდის არქიტექტურის ორ ფუნდამენტურ სვეტს – გლობალურ სავაჭრო წესრიგსა და დამკვიდრებულ კულტურულ კონსენსუსს, მომენტალურად ირთვება სისტემური დამცავი მექანიზმები.

ტრამპის ტარიფები პირდაპირ ურტყამდა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, ფინანსურ ბაზრებსა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს. მათი გაუქმება ამ ინტერპრეტაციაში აღიქმება არა კონსტიტუციის დაცვად, არამედ გლობალური კაპიტალის ინტერესების, ანუ იმავე „დიფ სთეითის“ დაცვად, რომელსაც „ებრძვის“ ტრამპი. ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაციის შენარჩუნება ამ ვერსიაში განიხილება, როგორც სოციალური სტანდარტის შენარჩუნება, რომელიც უკვე დასავლური იდეოლოგიური კონსენსუსის ნაწილად იქცა. როდესაც ბრიუსელი იღწვის ევროპულ კონტინენტზე მრავალფეროვნებისა და მულტიიდენტობის ჩამოშლისათვის, „ნეო-საბჭოთა“ ევროპელის ჩამოყალიბების გზაზე: ამ მიზნით მას უჭირს პორტუგალიელის და ესტონელის ერთ ფორმულაში მოქცევა. ამ მისიის უნივერსალურ ინსტრუმენტად შემოღებულია ლგბტ დღის წესრიგი და მისი „ფლაგმანი“, ერთსქესიანთა ქორწინება, რომლის გარშემო პირობით პორტუგალიელსა და ესტონელს შორის არსებული ისტორიული თუ ტრადიციული განსხვავებები, უბრალოდ ქრება. ამიტომაც, ისევ და ისევ „დიფ სთეითის“ ზეწოლის გამო. კონსერვატიული შემადგენლობის მიუხედავად, სასამართლო არ მიდის ამ ახალი „კულტურული ჩარჩოს“ რადიკალურ დემონტაჟზე, რადგან ეს დაარტყამდა როგორც შიდა სტაბილურობას, მართვად ევრობიუროკრატიას და ასევე აშშ-ს გარე იმიჯს დასავლური სამყაროს იდეოლოგიური ცენტრის პოზიციაზე. ასე რომ, ტრამპი შეიძლება აირჩიონ, მან შეიძლება შეცვალოს რიტორიკა და წამოიწყოს კონფლიქტები, მაგრამ სისტემის ძირითადი სტრუქტურული ელემენტები – ფინანსურ-ეკონომიკური არქიტექტურა და სოციალური კარკასი ინსტიტუციურად დაცულია. უზენაესი სასამართლო ამ სცენარში არ არის პრეზიდენტის ინსტრუმენტი, არამედ ღრმა ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პოლიტიკური ცვლილება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.