პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი – ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველო ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია

x

დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი, ზოგიერთებს ყურში ცუდად ხვდებათ, მაგრამ ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, ქვეყანა ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

გამსახურდიას განცხადებით, ზვიად გამსახურდიას არ გააჩნდა არანაირი საშუალება, შესაბამისად, პუტჩისტებმა და ედუარდ შევარდნაძემ ჩამოშალეს მისი ხელისუფლება და გაანადგურეს ქართული სახელმწიფოებრიობა.

„პუტჩისტების და მათი შთამომავალი ნაცების ნარატივი იყო შემდეგი და არის, ზვიადი ეროვნული კაცი იყო, მაგრამ პოლიტიკოსი არა. მერე ყავდათ სულმიყიდულები ედიკა და მიშა, რომლებიც დაუწვნენ ყველას და სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, რა თქმა უნდა გარე დამკვეთების დავალებით. დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი, ზოგიერთებს ყურში ცუდად ხვდებათ, მაგრამ ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, ქვეყანა ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია, რომელსაც როგორც ედიკას და მიშას დროს, ზევიდან ვეღარავინ ვერ ელაპარაკება (უახლეს ისტორიაში პირველად). ზვიადის ხელისუფლებას, უბრალოდ არანაირი საშუალება არ გააჩნდა და ამ გარეწრებმა ჩამოშალეს, თორემ პოლიტიკაც კარგად ესმოდა და ეროვნულობა კიდევ არ აკლდა. ამიტომ გარეწრებო, აი ესაა, როცა მონა არა ხარ და ცალ ფეხზე არ დგახარ და შენი ქვეყანა გიყვარს ყველაფერი გამოგდის, სხვნაირად ხართ აი ესეთი მონები და იქნებით კიდევაც სულ,“- წერს გიორგი გამსახურდია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.