Layout K (with load more)

თამთა მეგრელიშვილი: ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის. “ქართულ ოცნების” მიმართ მისი კრიტიკა უარგუმენტოა და ის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის” და მათი რუპორი ტელევიზიებისთვისაა საჭიროც და ავტორიტეტიც

ნინო ფოჩხუა „ნაცმოძრაობის“ მიერ ლობისტების დაქირავებაზე: ვფიქრობდი, ეს უცხოელი პარტნიორები იქნებ საკუთარი ქვეყნისთვის ირჯებიან, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა და არ ერიდებიან უკადრებელსაც, მაგრამ არა, თურმე ყველაფერი ფულია, რომ არა ფული, საერთოდ ვის გაახსენდებოდა ჩვენი ქვეყანა

დავით ჩიხელიძე: “ფარამ” კიდევ ერთხელ ამხილა, ქვეყნის მტერი ნაციონალური მოძრაობა, გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული შავი პიარი დააფინანსა! ეს ქმედება გვარწმუნებს რომ მათი ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში

ლევან ნიკოლეიშვილი: არ ვიცი, ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. რაც შეეხება ჯო ვილსონს – ის არამხოლოდ საქართველოს მტრული რიტორიკით გამოირჩევა, არამედ მიზანმიმართულად და სავარაუდოდ გარკვეული ფინანსური ინტერესების საფუძველზე ცდილობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებას

დავით ქართველიშვილი “ევროსკოპის” რედაქტორის განცხადებაზე: გაიგეს თუ არა, რომ ევრობიუროკრატია ვერ ბედავს ქართველ ხალხს ვიზები გაუუქმოს, გამოსავალი იპოვეს: ვინაიდან ეს გაუქმება “ოცნების” ინტერესებში შედიოდა, ბრიუსელმა ვერ მიართვა თბილისს ასეთი “საჩუქარი”

ნინო წილოსანი – „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები სახელმწიფოზე თავდასხმას პატრონების საშუალებით ახორციელებენ, ფულით უილსონის პოსტებს ყიდულობენ, მაგრამ ხალხის კეთილგანწყობას ვერ იყიდიან

ბაჩიაშვილის თანამესაკნის მამიდაშვილი: მამაჩემს 10 წელია კონტაქტი არ ჰქონია კახისთან, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის ინფორმაცია სარწმუნო იყოს. შეიძლება წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია „ტვ პირველს“ მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, დააბნიეს ადამიანი, ჟურნალისტი კითხვებსაც თვითონ სვამდა და პასუხებსაც თვითონვე იძლეოდა

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა