ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი „ავატარი“ მზადდება.
ფოჩხუა ირონიულად წერს, რომ, სააკაშვილის ორი „ავატარი“ უკვე ამოიცნო და ესენი ანა წითლიძე და ნანუკა ჟორჟოლიანი არიან.
“დღეს მიშა სააკაშვილმა თქვა, ჩემი ავატარი მზადდებაო და ბევრი საგონებელში ჩააგდო, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე…. მარტივად არის ხალხო საქმე, ძალიან მარტივად. მიშას ორი ავატარი მე უკვე ამოვიცანი. ერთი წითლიძეა, მის ახალგაზრდობას გვახსენებს უფრო, მეორე ნანულა ჟორჟოლიანი, რომელიც უფრო ჰგავს სააკაშვილს 50 წლის ასაკში… არაა ბევრი ფიქრი საჭირო! თქვენი ვერსიებიც გამოუშვით – ვის უფრო ამოიკითხავთ მიშას ავატარში“, – წერს ფოჩხუა.
Facebook Comments Box











