პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სალჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფის და დაუმორჩილებლობის გამო – ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი არცერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია

რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ს საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურად ვუპასუხებ – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სანაია დააპატიმრეს არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფის და დაუმორჩილებლობის გამო რაც არცერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია.

„რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ს საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურად ვუპასუხებ. 

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას (თუნდაც ის სხვას შეურაცხყოფდეს), რომ პატივს სცემთ და ლამის რელიგიის რანგში გყავთ აყვანილი, ეს ვიცით. თუმცა, ვიცით ისიც, რომ თქვენს ქვეყანაში, კანონმორჩილებაც ასევე ლამის რელიგიის რანგში გყავთ აყვანილი. 

ამიტომაც, მინდა შეგახსენოთ, რომ სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფის და დაუმორჩილებლობის გამო (ის არ იხდიდა ჯარიმებს). მგონი არცერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია.

P.S. აშშ-ში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირი გადახდისუნარიანია, მაგრამ განზრახ თავს არიდებს ჯარიმებს ან არღვევს სასამართლოს ბრძანებებს (მაგალითად, არ გამოცხადდება სასამართლოში), ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მკაცრი ზომები, მათ შორის დაპატიმრება და, ზოგიერთ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა.“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.