უცხოური მედია

„ნატო უნდა მოემზადოს რუსეთთან შესაძლო ათწლიანი კონფრონტაციისთვის“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო უნდა მოემზადოს რუსეთთან შესაძლო ათწლიანი კონფრონტაციისთვის, ვინაიდან თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი აგრესია შესაძლოა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს იმ შემთხვევაში, – ამის შესახებ Die Welt-თან ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია თავდაცვითი მრეწველობის სწრაფი გაძლიერება.

„ნატოს არ სურს რუსეთთან ომი, თუმცა მზად უნდა ვიყოთ კონფრონტაციისთვის, რომელიც შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ახლა საუკეთესო თავდაცვას უკრაინის მხარდაჭერა და ნატოს სამხედრო პოტენციალში ინვესტიციების განხორციელება წარმოადგენს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,459 ნახვა