უცხოური მედია

„ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას ტრამპის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაშიც გააგრძელებს“ – არახამია

ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას დონალდ ტრამპის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაშიც გააგრძელებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი კვლავ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, იგი ომში ჩართული ქვეყნის მიმართ ამჟამინდელ სამართლიან პოლიტიკას გატარებას გააგრძელებს.

„აშშ-ში სისტემები, დეპარტამენტები და სამსახურები მოქმედებენ, რომლებიც ბალანსს ინარჩუნებენ. არ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის დროს რაიმე შეიცვლება, თუმცა მცირე რისკები არსებობს.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვარწმუნებს არის ის, რომ ჩვენ აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. უკრაინას მხარს რესპუბლიკელებიც უჭერენ და დემოკრატებიც. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც თავიანთ ამომრჩევლებს უსმენენ“, – აღნიშნა დავით არახამიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,016 ნახვა