უცხოური მედია

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანები გააჩერეს და მარცვლეული გადმოყარეს

პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო პუნქტთან სამი სატვირთო მანქანა გააჩერეს და მარცვლეული გადმოყარეს, რის გამოც უკრაინა პოლონეთს რეაგირებისკენ მოუწოდებს

„პოლონეთის საზღვარზე უკრაინული მარცვლეულის გაფუჭება მიუღებელია. ნებისმიერმა ფერმერმა უნდა იცოდეს, რამდენი შრომა სჭირდება მარცვლეულის წარმოებას, განსაკუთრებით ომის დროს“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერზე“.

სავაჭრო საკითხებში უკრაინის წარმომადგენლის, ტარას კაჩკას განცხადებით, მარცვლეული ლიეტუვის მიმართულებით გადაჰქონდათ. მან პოლონეთის მთავრობას უკრაინული საქონლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

როგორც რეგიონულმა პროკურორმა, აგნიესკა კეპკამ განაცხადა, საბაჟო ბეჭდის მოხსნისა და ქონების განადგურების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

ამასთან, პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჩესლავ სიეკიერსკიმ ფერმერებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„პოლონელი ფერმერების სახელით ბოდიშს ვიხდი ასეთი აქტის გამო და ვითხოვ, გაგებით მოეკიდონ მათ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის“, – განაცხადა სეკიერსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,449 ნახვა