პოლიტიკა

გიგი უგულავა: ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები, ჯერჯერობით არც ერთი პარტია ისე არ გამოიყურება

ჩემი აზრით, კოალიციაში იქნება ყველა: ა- ვინც გადალახავს, ბ- ვისთვისაც მკაფიო არის ორი რაღაც: ერთი ის, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას იმისთვის, რომ ბ – მეორე და მთავარი შესრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა, – ამის შესახებ გიგი უგულავამ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ ვის ხედავს სამომავლოდ კოალიციაში.

„თუ ჩვენი ეკონომიკური, პოლიტიკური, მორალური გასაღები არის თავისუფალ ევროპაში, ტერიტორიული ერთობაც იმიტომ, რომ დღეს როგორც არასდროს აფხაზები, რომლებიც რუსიფიცირებულები არიან, დღეს ისინი ხედავენ, რომ რუსეთის დღევანდელი სახელმწიფო ყველანაირ განსხვავებულს, მათ შორის, ეთნიკურად, ეროვნულად განსხვავებულს კლავს, ავიწროებს, ასიმილაციით ემუქრება. აფხაზები ამას ხედავენ და ისიც ძალიან კარგად იციან, რომ ევროპა ერთადერთი ადგილია, სადაც ყველანაირ განსხვავებულს იცავენ. თუ ვინმე არავის აჩაგვრინებს პატარას, ეს არის ზუსტად ევროპა და თუ ვინმე ჩაგრავს და ანადგურებს პატარას, ეს არის რუსეთი. ეს არჩევანი ამიტომ არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკური ლიდერების მოწონებით არ იქნება, ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები. ჯერ-ჯერობით არ ჩანს, არცერთი პარტია ისე არ გამოიყურება“,-აღნიშნა უგულავამ.

კითხვაზე, რას ნიშნავს „სექსი“ არჩევნები, უგულავა იხსენებს 2003 წლის რევოლუციის წინა პერიოდს და აღნიშნავს, რომ მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, რომელმაც საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაერთიანება შეძლო.

„მაგალითად, იგივე 2003 წელს რევოლუციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, ის იყო უპრეცედენტო. კოალიციაზე რომ ვლაპარაკობთ, რატომ იყო მაშინ ეს წარმატებული? მიშა სააკაშვილმა თავისი ახალგაზრდა, ენერგიული გუნდით გააერთიანა საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი: ზვიადისტები, მათთან დაპირისპირებული რესპუბლიკელები და არა შევარდნაძისტული პარტოკრატია კომუნისტები, პატიაშვილის სახით. ეს იყო სამი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი. რამე ელიტას კი არ წარმოადგენდნენ, რეალურად საზოგადოებას წარმოადგენდნენ, ამას დაემატა „ნაციონალური მოძრაობა“ და შეიკრა მართლა კოალიცია, რომელმაც მაშინ ოცდაშვიდი პროცენტი აიღო, დაუწერეს ჩვიდმეტი და მაგას მოყვა მერე რევოლუცია“-განაცხადა გიგი უგულავამ

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,761,665 ნახვა